36

852 59 12
                                    

Author 's POV.

გამწარებული ბიჭები უზარმაზარ სახლში შეცვივდნენ. თავებს არ ჰგავდნენ, საშინლად იყვნენ განერვიულებულნი და გაღიზიანებულები.

- სად არის?- ჰარი დივანზე მჯდარ სებასტიანს მივარდა.
- ვერ გაიგე?! სად არიან ჩემი დები?!- ზეინიც ჩაერთო.
- რაზე ლაპარაკობთ?
- თუ ეს შენ ან შენმა ძმამ გააკეთეთ არ გაცოცხლებთ!- ყვირილს არ წყვეტდდა ჰარი- სად არის კლერი!
- ვერ ვხვდები რა გინდათ. რამოდენიმე საათის წინ ორივე თქვენს სახლში იყვნენ. ლუსი იქ დავტოვე და წამოვედი.
- იქ არ არიან. ყველაფერი დალეწილია, კარი
გატეხილი. მისმინე ეს თუ შენმა ძმამ გააკეთა მოვკლავ!
- ერიკს ეს რატო უნდა გაეკეთებინა? ალბათ დები სადმე გავიდნენ.
- მეხუმრები ხო?- ესცა ზეინი.- ბოლოს ისინი შენთან ერთად ვნახე, რა ვიცი რომ ეს შენი გაკეთებული არ არის?!
- შენი აზრით შეყვარებულს რამეს დავუშავებ, რომელიც მუცლით ჩემს შვილს ატარებს? ან კლერი? მას დად ვთვლი.
- მას რომ რამე მოუვიდეს ამ სახლს თავზე ჩამოგამხობთ! შენს ძმას დაურეკე და კითხე სად არის! ახლავე!! - თავს ვერ აკონტროლებდა.
- მოიცადე...- გააჩერა ჰარიმ და მათ ტელეფონით რაღაც ვიდეო აჩვენა.
- ეს...

ვიდეოზე კლერი იყო. უგონოდ იწვა საწოლზე. ხელები და ფეხები შეკრული ჰქონდა. შემდეგ ლუსი გამოჩნდა რომელიც სკამზე დაბმული იჯდა.

- მოვკლავ!
- ეს ერიკის ნამოქმედარი არ იქნება. ამას ვერ იზამდა. რატომ უნდა გაეტაცებინა ისინი? ალბათ ეს მისმა რომელიმე მტერმა გააკეთა. ან ჯანდაბა, არ ვიცი...
- არ მაინტერესებს. მათ ვიპოვი და თუ ეს ერიკის ნამოქმედარია არ დავინდობ.

სებასტიანი ხვდებოდა, რომ ეს შესაძლოა მართლა მისი ძმის გაკეთებული ყოფილიყო, მაგრამ დაჯერება არ უნდოდა. ნუთუ მართლა ასეთია მისი ძმა? ძმა რომლითაც ასე ამაყობდა, რომელსაც ასე ენდობოდა. არა, ამას ვერ გააკეთებდა...

- მათ აქ რა უნდოდათ?- მეორე სართულისან შეშინებული მისის ჯონსი ჩამოვიდა და შვილს მივარდა.
- ლუსი და კლერი გაიტაცეს, დედა.
- რა? ეს ვინ გააკეთა?- ვითომ შეწუხებულმა კითხა.
- არ ვიცი... მათ რომ რამე მოუვიდეთ... ღმერთო, ჩემი შვილი.... ლუსი. მათ გარეშე ვერ ვიცოცხლებ დედა...
- კარგი დამავიდდი. მათ აქ რა უნდოდათ?
- რაღაცას გკითხავ და დამპირდი რომ არ მომატყუებ.
- რა ხდება?
- დამპირდი, დედა!
- კარგი, გპირდები. მითხარი რა ხდება სებასტიან.
- ერიკი... დედა ის კლერზე ძალადობდა? მან აიძულა ცოლად გაყოლოდა? ბავშვი... მის გამო დაიღუპა?
- ეს...
- მიპასუხე! იცოდი? იცოდი, რომ კლერი იტანჯებოდა? ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა ჩვენს ოჯახში შემოვიდა. ეს როგორ გაუკეთეთ?!
- ის სულელი ბავშვი იყო რომელსაც შენი ძმა უყვარდა. ეგონა ბედნიერად იცხოვრებდა მასთან ერთად, მაგრამ ორი წლის შემდეგ განქორწინება მოითხოვა. ამას ვერ დავუშვებდით! არავის მივცემდი უფლებას ჩვენი ოჯახი შეერცხვინა, არავის.
- ღმერთო რა სულელი ვიყავიი. აქამდე როგორ ვერ მივხვდი... თქვენ რა ადამიანები ხართ?! იცი რა გააკეთა ახლა შენმა სულელმა შვილმა? დარწმუნებული ვარ იცი, რომ კლერი და ლუსი მას ჰყავს.
- სულ გაგიჟდა? რატომ არ ეშვება იმ გოგოს! რატომ?!
- უნდა მივხვმდარიყავი, რომ ჩემი ძმა შეპყრობილია მისით და არ შეეშვებოდა! გოგოს ცხოვრება დაუნგრიეთ!!
- შენ რა მასზე ფიქრობ და შენს ძმაზე არა? რის გაკეთებას აპირებ? იცოდე...
- ერიკი საკადრისს მიიღებს. ლუსის ან ბავშვსს მის გამო, რომ რამე მოუვიდეს მას ჩემი ხელით მოვკლავ დედა!
- არ გაბედო! სებასტიან, დაბრუნდი!

მაგრამ სებასტიანმა დედას არ მოუსმინა და სასწრაფოდ დატოვა სახლი. მანქანში ჩაჯდა და გეზი მალიკების სახლისკენ აიღო.

***

- შენ აქ რას აკეთებ?
- ლუსი და კლერი ერიკს ყავს. მათ მოძებნაში დაგეხმარებით, ისინი რაც შეიძლება მალე უნდა ვიპოვოთ.
- რატომ უნდა გენდოთ? ის შენი ძმაა, რა ვიცით, რომ...
- ის ჩემი ძმა არ არის! უკვე აღარ.
- რა დაუშავა შენმა ძმამ კლერს- კითხა ჰარიმ. - კლერი ყოველთვის ზიზღით ახსენებდა მათ წარსულს. რა გაუკეთა მას?!- ბოლო წინადადება ყვირილით წარმოთქვა, რაზეც ოთახში მისის მალიკი შემოვარდა.
- მან რამე დაუშავა ჩემს ქალიშვილს? ახლა კლერი მას ჰყავს? - ტირილით წარმოთქვა.
- ნუ ღელავთ მათ ვიპივი. გპირდებით.
- ყველაფერი მოგვიყევი!- თქვა ზეინმა.
- აჯობებს თუ მისის მალიკი...
- არა! დავრჩები. უნდა ვიცოდე რა გადაიტანა ჩემმა ქალიშვილმა...

სებასტიანმა მათ ყველაფერი მოუყვა. ყველა შეშფოთებული და აღელვებული უსმენდა. მისის მალიკი ტიროდა. ჰარი და ზეინი მოზღვავებულ ენერგიას გრძნობდნენ, ბრაზი, ზიზღი და გაურკვეველი გრძნობები ერთმანეთში ერეოდათ. მზად იყვნენ ახლავე წასულიყვნენ მათ მოსაძებნად და ადგილზე მოეკლათ ერიკი. ნაილი და ლიამიც მუჭშეკრულები იჯდნენ და თავის ხელში აყვანას ცდილობდნენ.


***

კლერი ნელ-ნელა გონს მოდის. თავი საშინლად ტკივა, ცდილობს, რომ ხელები თავთან მიიტანოს, მაგრამ წარუმატებლობის გამო ხვდება, რომ ხელები დაბმული აქვს. თავს ძალს ატანს და თვალებს ახელს. საწოლზეა გაკოჭილი. თავი ცოტა წამოწია და ოთახის თვალიერება დიწყო. დაინახა ლუსი რომელიც საწოლის მოშორებით სკამზეა მიბმული და ტირის.

- დაიკო...
- ოჰჰ როგორც იქნა გონს მოხვედი. კარგია, ლოდინი აღარ შემიძლია- ესმის ხმა, რომელიც დედამიწაზე ყველაზე მეტად ეზიზღება.
- ე-ერიკ...- ჩახლეჩილი ხმით ძლივს შეძლო მისი სახელის წარმოთქმა.
- გართობა იწყება, ძვირფასო!

და ერიკმა კლერისკენ ნელი ნაბიჯებით დაიწყო სიარული.

Life Is Fierce  (Completed)《 H.S》Where stories live. Discover now