Claire's POV.
გუშინ ჰარი ჩვენთან დარჩა. დღეს გადავწყვიტე ვიოსთვის დამერეკა. ბევრი ლაპარაკოს შემდეგ ძლივს დავითანხმე, რომ სახლიდან გამოსულიყო და აქ მოსულიყო. დღეს ლუსიც სახლშია, კომპანიაში არ წასულა. გუშინდელი ღამიდან მხოლოდ ნაწყვეტები მახსოვს. მაცსოვს როგორ შემიყვანა ოთახში და ცოტა ვილაპარაკეთ.
- ვიოლეტ, თავს როგორ გრძნობ?- კითხა ზეინმა.
- მადლობა ზეინ, კარგად.
- ერთი კვირაა ნორმალურად არ მინახავხარ, მომენატრე- მისკენ მივიწიე და ხელები შემოვხვიე, თავი კი მხარზე დავადე.
- მეც მომენატრე კლერ- თბილად გამიღიმა.
- აბა დღეს რას ვაკეთებთ? - იკითხა ჰარიმ.
- არ ვიცი, იქნებ ბიჭებს დავურეკო?_ თქვა ზეინმა რაზეც მაჯა მწარედ მივარტყი. ნამდვილად არ იქნება კარგი თუ ახლა ლუი აქ მოვა.
- ამ კარგი... - დაბნეულად ჩაილაპარაკა ზეინმა, როცა ყველაფერი გაიაზრა.
- ბიჭებს დაურეკეთ, კარგი იქნება თუ მოვლენ. ასე უფრო გავერთობით- თქვა ვიომ. არ იმჩნევდა რომ ლუის ნახვა არ უნდოდა.
- დარწმუნებული ხარ? იქნებ...
- კლერ მე და ლუიმ ყველაფერი მოვაგვარეთ. ვილაპარაკეთ და ყველაფერში გავერკვიეთ. უბრალოდ თავს შორს დავიჭერთ ერთმანეთისგან და ისე გავაგრძლებთ, როგორც ადრე.
- კარგი- დანანებით ვუთხარი.ზეინმა ბიჭებს დაურეკა და ისინიც მალევე მოვიდნენ. უამრავი სასუსნავიც მოიტანეს მაგრამ ლუსიმ დაიჟინა რომ ანანასი უნდოდა, რომელიც არც კი უყვარს. მაგრამ არავინ არ აპირებდა მაღაზიაში წასვლას. ბოლოს საწყალი სახით გამომხედა.
- კლერრრ
- ლუსი არა, იმის გამო რომ ანანასი გინდა გარეთ არ გავალ. არსად წასვლას არ ვაპირებ.სიმართლე გითხრათ მე ასეთი ორსული არ ვყოფილვარ. ერთადერთხელ მომინდა ნაყინი და ეგეც ვიომ მომიტანა, შემდეგ კი ნაყინის ჭამით გავსკდით ორივე. როცა ვიოლეტს გავხედე იღიმოდა და მივხვდი, რომ მასაც ეს გაახსენდა. გამომხედა და ხელი გამკრა.
YOU ARE READING
Life Is Fierce (Completed)《 H.S》
Fanfictionკლერი წლების შემდეგ სახლში ბრუნდება იმ იმედით, რომ იქ მარტივად ვერ იპოვნიან. მაგრამ შეცდა... ის მას იპოვის... ისტორია ჩახლართული და ინტრიგებით სავსეა. სიყვარული რომელიც მოულოდნელად ჩნდება, რომლის შორის დიდი კედლის აღმართვას ცდილობენ. მაგრამ წა...