13

1.2K 73 27
                                    

Claire's POV.

მძიმე ნაბიჯებით, კოკისპირულ წვიმაში მივუყვებოდი ქუჩას. უკნიდან ჰარის ხმა მესმოდა რომელიც მთხოვდა გავჩერებულიყავი, მაგრამ ჩემი ფეხები მექანიკურად ადგამდა ნაბიჯებს.

ბოლოს შეხებას ვბრძნობ რომელიც უკან მატრიალებს და ვხედავ ჰარის თვალებს. სახეზე ალბათ არაფერი მეწერა, უემოციოდ ჩევყურებდი მას და თან ცრემლები სახეს მისველებდა, რომლის შეკავებასაც ასე ვცდილობდი.

_ გკითხავდი კარგად ხართო, მაგრამ საშინლად გამოიყურები_ მითხრა ჰარიმ და ნაძალადევად გამიღიმა.

ბორდიულზე ჩამოვჯექით და უბრალოდ ველოდით რომელი დაიწყებდა საუბარს.

_ შემაშინე_ თქვა ჩუმად ჰარიმ_ ყველანი შეგვაშინე, როცა ასე უეცრად გამოვარდი სახლიდან.
_ ის სიტყვები რაც დედამ მითხა... უბრალოდ მესმის რომ არ იყო მარტივი, მეცმტკიობა და მეც ვიტანჯებოდი. ოჯახისგან შორს ვიყავი. ყოველ წუთს, ყოველ წამს მენატრებოდა ისინი, დღეები ისე გადიოდა რომ მათი მონატრებით ვიწვოდი.
_ იცი ყოველთვის ვგრძნობდი რომ ზეინს რაღაც აკლდა, არასდროს იმჩნევდა მაგრამ ვხვდბოდი, ბოლომდე ბედნიერი არასდროს იყო, მაგრამ როცა შენ ჩამოხვედი თითქოს ინ ნაწილი, ის დანაკარგი შეავსე. მას შენ აკლდი კლერ.

წვიმა ორივეს გვასველებდა. აშკარად აცივდა, სხეულში სიცივემ დამიარა.

_ არ გცივა? წამოდი წავიდეთ.
_ ჰარი შენთან წამიყვან? სახლში დაბრუნება არ მინდა.
_ რათქმაუნდა წამოდი, თან სულ დავსველდით ორივე.

ჰარის სახლში მალე მივედით. საკმაოდ დიდი მაგრამ მყუდრო სახლია.
_ წამოდი აბაზანა მიიღე, ცხელი ეყალი გესიამოვნება.
_ კარგი, მაგრამ ტანსაცმელი?
_ ჩემსას მოგცემ.
_ მადლობა.

ჰარიმ პირსახოცი და თავისი მაისური მომცა. აბახანაში შევედი და ცხელი წყლის ქვეშ დავდექი. ცეხლი წვეთები ჩემს სხეულზე გზას იკვალავდა, რამაც ცოტახნით რეალობას მომწყვიტა და დამავიწყა წარსული და აწმყო. რაც შეეხება ჰარის, ის უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანია. მასთან თავს მშვენივრად ვგრძნობ, მშვიდად ვარ და მის გვერდით გატარებული ყოველივე წამი მსიამოვნებს.

Life Is Fierce  (Completed)《 H.S》Where stories live. Discover now