21

1K 66 22
                                    

Authors's POV.

კლერმა ღრმად ჩაისუნთქა და სუფრასთან დაბრუნდა მაგრამ ადგილი აღარ დაუკავებია.

- უკაცრავად, მაგრამ უნდა წავიდე.
- ასე მალე?- კითხა სებასტიანმა.
- პატარა საქმე გამომიჩნდა და უნდა წავიდე- იცრუა კლერმა და ეცადა გაეღიმა.
- ყოველთვის ასე იქცეოდი. სუფრასთან არასდროს გსიამოვნებდა ჩვენთან ერთად ყოფნა- თქვა ამელიამ.
- წარსული უკვე დავივიწყე მისის ჯონს, თქვენც იგივეს გირჩევთ- ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა- ახლა კი დაგტოვებთ.
- მარტო აპირებ წასვლას?- კითხა მას დედამისმა.
- ჰარი უკვე გზაშია, მომაკითხავს. შეიძლება დღეს მასთან დავრჩე- სინამდვილეში მასთან დარჩენას არც აპირებდა, ასე კი ერიკის გასამწარებლად თქვა. რაც აშკარად გამოუვიდა.

შემოსასვლელ დერეფანში გავიდა და ერიკიც უკან მიჰყვა. კლერმა ქურთუკი მოიცვა და უკვე გასვლას აპირებდა, როცა ერიკმა შეაჩერა რა მაჯაში ხელი წაავლო.

- ხელი გამიშვი!
- ასე მალე რატომ მიდიხარ?
- მგონი შენთვითონაც ხვდები, რომ შენ დანახვა გულს მირევს. ასევე შენი შეხებაც. ხელი გამიშვი!
- მგონი გავიწყდება,  რომ ერთ დროს სიგიჟემდე იყავი ჩემზე შეყვარებული. ჩემს ოდნავ შეხებაზე კი ჭკუას კარგავდი.
- სიკვდილის ბოლომდე დავწყევლი იმ დღეებს როცა მიყვარდი... - მისკენ მიიწია და ყურში ჩასჩურჩულა. თვალებში სიძულვილით შეხედა, შემდეგ კი სწრაფად მოიშორა ერიკის ხელი და სახლი დატოვა.

დაცვამ ის უპრობლემოდ გაუშვა, ჭიშკართან კი ჰარის მანქანა დახვდა რამაც გაახარა.



***

კლერის წასვლის შემდეგ სუფრასთან სიტუაცია დაიძაბა. ყველა უხერხულად იჯდა და ერთმანეთს შესცქეროდნენ. მაგრამ მათ შორის იჯდნენ სებასტიანი და ლუსი, რომლებიც აშკარად თვალს არიდებდნენ ერთმანეთს. ზეინი ყველაზე გაკვირვებული და ჩუმი იყო. ვერ ხვდებიდა რა ჯანდაბა ხდებოდა აქ ან თვითონ რას აკეთებდა ამ სუფრაზე. მიხვდა, რომ კლერისთვის საკმაოდ არასასიამოვნო იყო აქ ყოფნა და ამიტომ წავიდა, მაგრამ ახარებდა ის ფაქტი, რომ ჰარი მოაკითხავდა. ხვდებიდა, რომ მათ შორის რაღაც იყო და ეს მოსწონდა კიდეც, რადგან ჰარი ძმასავით უყვარდა და თვალდახუჭული ენდობოდა მას.

Life Is Fierce  (Completed)《 H.S》Where stories live. Discover now