17

1.1K 71 21
                                    

Claire's POV.

_ ერთად ვართ.
_ ხოო ვთქვიი _ წამოვიკივლე და ვიოს ჩავეხუტე_ გილოცავთ.
_ მადლობა მარა ხელს არ გამიშვებ?
_ აა ხო. გილოცავ ლუ.
_ მადლობა კლერ.

ძალიან გამიხარდა ამ ორი დებილის ამბავი, კიდე კარგი ლუი გონს მოეგო და ვიოლეტთან მის გრძნობებზე საუბარი გაბედა. ახლა მთავარია ლუსის დაველაპარაკო და გავიგო რა სჭირს. უცნაურად იქცევა, სახლში გვიან მოდის და თითქმის არავის გველაპარაკება.

_ გამარჯობათ.
_ სად დადიხარ?!_ ჰკითხა გაბრაზებულმა დედამ სახლში ახლახანს შემოსულ ლუსის.
_ კომპანიაში ბევრი საქმე იყო და...
_ ლუსი უკვე ზღვარს გადადიხარ, არ მომწონს სახლში ამ დროს რო ბრუნდები და ღმერთმა იცის სად დადიხარ.
_ რის თქმას ცდილობ? კლერში არ აგერიო დედა! გითხარი კომპანიაში ვიყავითქო.
_ ლუსი, შეიძლება ვილაპარაკოთ?
_ ახლა დაღლილი ვარ, მერე ვილაპარაკოთ.
_ არა, ახლა ვილაპარაკებთ. გამოდი.

თავით ოთახისკენ ვანიშნე და ისიც გამომყვა.

_ რა ხდება?
_ ვინმეს ხვდები?
_ რა? არა რათქმაუნდა.
_ ლუსი, ვხვდები რომ რაღაც ისე ვერაა. რა გემართება, თუ ეს ლუისთა მომხდარს...
_ არა. ამას არ ეხება. უბრალოდ ძალიან ბევრს ვმუშაობ და ვიღლები.
_ კარგი. წამოსი ვივახშმოთ.

ქვევით ჩავედით და ახლად გაწყობილ სუფრას მივუჯექით.

_ თქვენ?
_ ხო ერთად ვართ_ უპასუხა ლუიმ.
_ ამმ, გილოცავთ.
_ მადლობა_ გაუღიმა ვიოლეტმა.
_ აბა? რა ხდებოდა დღეს?_ არ ეშვებოდა დედა.
_ დღეს სებასტიანის და ერიკის მშობლები გავიცანი_ სებასტიანი? უკვე სახელითაც მიმართავს?_ ძალიან კარგი ხალხია, ხომ ასეა კლერ?
_ ხო... ასეა.
_ ამიტომ შევყოვნდი კომპანიაში.
_ კარგი. ბიჭებო თქვენთან როგორ მიდის საქმეები?
_ მშვენივრად. ახალი სპონსორი ვიპოვეთ, ხვალ უნდა შევხვდეთ_ თქვა ჰარიმ.
_ კარგია, წარმატებები.
_ კლერ, შენც ხომ წამოხვალ?
_ მე რა მინდა იქ?
_ დედა უთხარი რომ ასე სახლში ჯდომას ურჩევნია ჩვენთან იმუშაოს.
_ ზეინი მართ...
_ კარგი ხო წამოვალ, მაგრამ მუშაობაზე დავფიქრდები.
_ მშვენიერია.







Life Is Fierce  (Completed)《 H.S》Where stories live. Discover now