Claire's POV.
-კლერ, ანანასი მოიტანეთ? - დაიყვირა ლუსიმ კარი შევაღე თუ არა.
ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. საშინლად ვიყავი, მაგრამ ვცდილობდი ფეხზე მყარად დავმდგარიყავი.
მისაღებში გავედით და ყველას ყურადღება ჩვენსკენ იყო მობყრობილი. ლუსის ღიმილი სახეზე შეაშრა როცა სებასტიანი დაინახა, რომელსაც ბრაზი და შეშფოთება ერთად დატყობოდა სახეზე.
- ბავშვებო, რამე მოხდა? კლერ, რა სახეები გაქვთ?- იკითხა დედამ.
ხმა არ ამოგვიღია, ლუსის ზიზღით ვუყურებდი.
- ე-ეს როგორ გააკეთე ლუსი?
- რას გუისხმობ?- აკანკალებული ხმით მკითხა.
- ძალიან კარგად იცი რასაც. ხომ გაბრთხილებდი. გეუბნებოდი შეგიძლია ყველაფერი მომიყვე და დაგეხმარებითქო, მაგრამ არა. მე ხომ კლერი ვარ, როგორ შეიძლება მე რომ დამელაპარაკო. შენი და ვარ ლუსი, და!
- კლერ გთხოვ, ცალკე ვილაპარაკოთ- სევდიანად მოავლო თვალი ოთახს.
- არა! უკვე საკმარისია ამდენი საიდუმლოებები და ინტრგები- მკაცრად თქვა ზეინმა - ახლა კი თქვით რა მოხდა!ჰარი ჩემთან მოვიდა და ხელი ჩამკიდა.
- კარგად ხარ? - ჩუმად მკითხა და ჰარიმ.ნაზად გავუღიმე და თავი დავუქნიე. ყველას ყურადღება ლუსისკენ იყო მიბყრობილი და ჰარი ერთადერთი იყო, რომელიც ჩემზე ფიქრობდა.
- ლუსი ეს ბავშვი... - მინდოდა წინადადების დამთავრება, მაგრამ ხმა გამიწყდა. ვერ შევძელი. ჯერ კიდევ არ მეჯერა, რომ ჩემმა დამ ასეთი რამ გააკეთა.
- ლუსი. ეს როგორ დამინალე?!
- სებასტიან...
- რა სებასტიან რა?!- წყობიდან გამოვიდა და ხმას აუწია- უფლება არ გქონდა ეს დაგემალა, თუნდაც ერთი კვირა. შენ კი რა გააკეთე? ამ საქციელს როგორ ახსნი? ჰაა, როგორ?! ხმა ამოიღე!ლუსი შეხტა და თვალებიდან ცრემლები გადმოცვივდა. ვიოლეტი ლუის ცრემლიანი თვალებით უყურებდა. მე ჰარის ვეკვროდი, დანარჩენები კი უბრალოდ თვალყურს ადევნებდნენ მომხდარს.
YOU ARE READING
Life Is Fierce (Completed)《 H.S》
Fanfictionკლერი წლების შემდეგ სახლში ბრუნდება იმ იმედით, რომ იქ მარტივად ვერ იპოვნიან. მაგრამ შეცდა... ის მას იპოვის... ისტორია ჩახლართული და ინტრიგებით სავსეა. სიყვარული რომელიც მოულოდნელად ჩნდება, რომლის შორის დიდი კედლის აღმართვას ცდილობენ. მაგრამ წა...