Calire's POV.
_ გამარჯობა ვიო_ მაზად გავუღიმე.
_ შემოდი....სახლში შევედი და მისაღებიშკენ წავედით. ვიოლეტი საშინლად გამოიყურებოდა. თვალები ჩასიებული, სახე შეშუპებული. ალბათ არც უძინია და არც რაიმე უჭამია.
_ ვიო
_ არა, არაფერი ამიხსნა. მესმის შენი, უბრალოდ არ გინდოდა ჩემი და ლუის ურთუერთობა გაგეფუჭებინა. მაგრამ ლუის, უნდა ეთქვა... სინამდვილეში არც მას ვამტყუვნებ, მაშინ ერთად არც მყოფილვართ. იმასთან დაწვებოდა ვისთანაც ისურვებდა.
_ ისინი ნასვამები იყვნენ, ვერც ხვდებოდნენ რას აკეთებდნენ...
_ შეიძლება, მაგრამ მომავალზე არც უფიქრიათ. ახლა კი მათ შორის ჩადგომას არ ვაპირებ. ბოლოს და ბოლოს ეს ბავშვი არაფერშია დამნაშავე, იმსახურებს მამა გვერდით ჰყავდეს.ვიოლეტთან ახლოს გადავჯექი და ხელები მოვხვიე. ერთი ცრემლიც გადმომივარდა, მაგრამ მალევე შევიმშრალე. ახლა რა მოხდება? ჩემი და ჩემი საუკეთესო მეგობრის შეყვარებულის ბავშვსს ატარებს მუცლით, რითაც ლუსი შეწუხებული ნამდვილად არ ჩანდა. რა მიიღო ამით? შეყვარებული წყვილი დააშორა. ლუი კი ნამდვილად არ უყვარს. ან რა ბედი ეწევა მათ ბავშვსს? ღმერთო, ყველაფერი ძალიან რთულადაა.
_ ვიოლეტ საშინლად გამოიყურები. საერთოდ რამე ჭამე?
_ არ მშია_ მიპასუხა ჩუმად.
_ არა უნდა ჭამო! არ დავიშვებ თუნდაც ლუის გამო ასეთ მდგომარეობაში ჩავარდე. გახსოვს ის საშინელი დრეები? შენ სულ ჩემს გვერდით იყავი. მამხნევებდი და ჭროლობების მოშუშებაში მეხმარებოდი. ახლა ჩემი ჯერია.***
_ ისევ იგივე?_ ოთახში ბვიოლეტი შემოდის და მიახლოვდება_ კლერ ხო ხვდები რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
_ და რისი გაკეთება შემოძლია? ეს ბავშვი არაფრის საშუალევას არ მაძლევს, მის გამო ყველაფერს ავიტან.
_ მაგრამ ბავშვსს რომ რამე დაემართოს? ჩეხეხე შენს მკლავს, სულ დალურჯებული გაქვს. ეს სიყვარული არ არის კლერ, შენზე ჩაციკლულია. მას რომ უყვარდე მცირედ ტკივილსაც არ მოგაყენებდა.
_ ვიცი... დავიღალე ვიო, აქედან წასვლა და ყველაფრის დავიწყება მინდა. წლებია ოჯახი არ მინახავს, მხოლოდ იმიტომ, რომ ერიკს არ სურს მათთან რაიმე მაკავშირდებდეს. ისინი მენატრებიან... ხედავ რა მოხდა როცა განქორწინება ვახსენე? _ ჩალურჯებულ მკლავზე მივანიშნე_ საკუთარი თავი მეზიზღება იმის გამო, რომ ოდეზღაც შემოყვარდა. ნეტავ არასდროს შევხვედროდი. მაგრამ თუ ჩემს შვილს მის გამო რამე მოუვა არასდროდ ვაპატიებ, ეს იცის ამიტომ ვერაფერს გაბედავს.
_ ვფიქრობ მისთვის ეს ბავშვი სულ ერთი არ არის. ალბათ როცა დაიბადება და ხელში აიყვანს უფრო მეტად შეუყვარდება. მისის ჯეიმსიც მოუთმენლად ელოდება ბავშვის დაბადებას, ყოველთვის უნდოდა ბებია გამხდარიყო.
_ კარგი ახლა ჯობია ქვევით ჩავიდე და ისინი არ ვალოდინო.
YOU ARE READING
Life Is Fierce (Completed)《 H.S》
Fanfictionკლერი წლების შემდეგ სახლში ბრუნდება იმ იმედით, რომ იქ მარტივად ვერ იპოვნიან. მაგრამ შეცდა... ის მას იპოვის... ისტორია ჩახლართული და ინტრიგებით სავსეა. სიყვარული რომელიც მოულოდნელად ჩნდება, რომლის შორის დიდი კედლის აღმართვას ცდილობენ. მაგრამ წა...