ჯონგუკის დაყვირებულ არაზე და უკანმოუხედავად გაქცევასა და ჯიმინის ახტომასა და წონასწორობის დაგარგვასა და გადავარდნისას ბოლო სიტყვები უთხრა ერთი იყო.
მე შენ მიყვარხარ ჯონგუკ....
და გადავარდა 100 სართულიდან, ჯონგუკმა სიტყვები გაიგონა მაგრამ არც შემობრუნებულა კვლავ გარბოდა. ჯიმინი კი ჩიტივით მიფრინავდა მიწისკენ არც კი ნერვიულობდა საერთოდ არც კი დაუყვირია იმ სიტყვების მერე. მშვიდად და წყნარად გადაჰყურებდა ქალაქს.
უეცრად მიწაზე რაღაც დავარდა...
ხალხი გიჟივით მივარდა ყვირილი წივილი დაიწყეს, ლამის ინტერესის ობიექტს გადააჯდნენ თავზე.
ცოტახნით სხვაგან გადავინაცვლოთ.
იუნგი:
მას შემდეგ რაც ყველაფერი გაიგო და პაზლი ააწყო, იმის გარკვევა დაიწყო ჯიმინთან რა კავშირში იყო და ჯონგუკს რა მოუვიდა. თავიდან ჯიმინის იმ წლის მოქმედებების ჩანაწერები ნახა, ბევრი ისეთი არაფერი იყო ჯიმინის ჩვეული სტილი ჩანდა, მანამ სანამ იუნგი მართალია ძილისგუდაა მაგრამ არწივის მხედველობა აქვს. დაინახა ის რისიც ეშინოდა. ინტუიციას მისთვის არასდროს უღალატია. ნანახის შემდეგ მიხვდა რაც მოხდა და უფრო ღრმად გაგექა საბოლოოდ კი ერთის ნაცვლად სამი შერჩა ხელთ. ბევრი არც უფიქრია მალევე დაალაგა ქრონოლოგიურად და მიხვდა საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ახლა მეტყვით ჩქარა ჯიმინთან გაგზავნეო მაგრამ ჯიმინი მას შემდეგ რაც მოუვიდა ჩანაწერებისა და აუდიოჩანაწერების გარეშე აღარაფრის აღარ სჯერა. ამიტომ იუნგი გაცილებით ჭკვიანია და გეგმა დასახა თუ როგორ ემხილა ეს სამი სატანა. ისღა დარჩენოდა შობას დალოდებოდა რათა ჯონგუკის მხარეც გაერკვია.
თე:
იუნგის მიერ მიცემული დავალების შესრულებას შეუდგა როგორც შინ დაბრუნდა თავიდან გაუჭირდა რადგან მთელი სანტალენდი ხუთი თითივით იცოდა. ვერც ვერავის კითხავდა, ამიტომ თავად მოუწია სრულიად გადაექექა. თითქმის ნახევარი წელი დასჭირდა. საბოლოოდ კი სახლში მათ ქონდათ საიდუმლო ოთახი სადაც მხოლოდ მშობლები შედიოდნენ. იქ არასდროს არცერთი ძმა არ შესულან. ამიტომაც თავიდანვე არ მიადგა მას მაგრამ სხვა გზა აღარ ქონდა. ძალიან ბევრი იწვალა გაღებაზე ვინაიდან მაგიით იყო ჩაკეტილი. თემ მარტო გასართობი მაგია იცოდა ამიტომ მარტივად ვერ შევიდოდა. თითქმის წელიწადი სრულდებოდა როცა სრულიად შემთხვევით ერთ ღამეს, კვლავ მცდელობისას ვიღაცის ხმა გაიგონა და ხელი გაიჭრა აი სწორედ მაშინ გაიღო კარიც და შიგნით შევარდა. სრულიად სიბნელე იყო. კიდევ კარგი ცეცხლის მაგია იცოდა ოთახი გაანათა და სრულიად ქსელში გახვეული ბიბლიოთეკა აღმოაჩინა. აქედან კიდევ ერთი პლიუსი ის იყო რომ თეს კითხვა ძალიან უყვარდა მიუხედავად ბავშვური სულისა. მთელი ბიბლიოთეკა წაიკითხა, ბევრი ისეთი რამ გაიგო მის აღქმის ზღვარს ცდებოდა. ყველაზე მეტად ერთი ისტორიის გაგებამ შეძრა და მასში სევდა გამოიწვია. დიდხანს ფიქრობდა ეს იუნგისთვის მოეყოლა თუ საიდუმლოდ შეეხანა როგორც აქამდე ინახებოდა. ბოლოს კი გადაწყვიტა...
ტელეფონები, კამერები რაც კი რაიმეთი გადაღება შეიძლებოდა უღებდნენ სამიზნეს. თითქოსდა აქამდე ასეთები არ ენახოთ....