11

169 31 13
                                    


იმ საღამოს წვიმდა და ეს მეორე შემთხვევა იყო მას შემდეგ, რაც ბიჭები ტყეში იყვნენ. მთელი ღამე არ გადაუღია და მეტი გზა რომ არ ჰქონდათ, იმ საღამოს არავინ დარჩენილა გარეთ მორიგეობისთვის. კარვებში იყვნენ შეკეტილები და მთელი ღამე ეღვიძათ. წვიმის ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ დაძინება ზედმეტად სარისკოდ მოეჩვენათ.
მეორე დღეს მზემ გამოანათა და ბიჭებმა გადაწყვიტეს, რომ არსად წასულიყვნენ იქამდე, სანამ მათი კარვები არ გაშრებოდა. შუადღით უკვე მზად იყვნენ, რომ ის ადგილი დაეტოვებინათ და გზა გაეგრძელებინათ.

თეჰიონს უყვარდა წვიმა. მთელი ღამე უსმენდა მის ხმას და არცერთი წამით არ მობეზრებია ეს, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ამ მდგომარეოვაში წვიმა არც ისე კარგი მოვლენა იყო მათთვის.
უკვე რამდენიმე დღე იყვნენ ერთ ადგილას გაჩერებული, იქ დარჩენა აღარ შეეძლოთ, მაგრამ არც გზის გაგრძელება იყო უფრო უსაფრთხო გამოსავალი. წვიმიან მიწაზე მათი ნაკვალევი დარჩებოდა და იცოდნენ, რომ ეს სარისკო იყო, მაგრამ ბოლოს მაინც გზის გაგრძელება გადაწყვიტეს იმ იმედით, რომ რამდენიმე დღეში ნაკვალევი უკვე წაიშლებოდა.

ყველამ თავიანთი ნივთები აიღეს და გზას გაუყვნენ. არც ისე დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ძველი ბანაკი დატოვეს, როცა ჯონგუკის ამოგმინვა გაიგეს და ყველამ მისკენ მიაპყრო ყურადღება.

- ჯანდაბა! ჩანთა დამრჩა!-დანაშაულის განცდა და წუხილი ისმოდა ბიჭის ხმაში.

თეჰიონმა თვალები აატრიალა.
მაინც რამდენად დაბნეული იყო ეს ბიჭი? როგორ შეიძლებოდა ის დარჩენოდა, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ?

- ჯონგუკ...- თავი გააქნია ნამჯუნმა.

- ვიცი, ბოდიში!-შეაწყვეტინა ბიჭმა.- დავბრუნდები და ავიღებ!

- წამოგყვები...- არც ისე ხალისიანად შესთავაზა ჰოსოკმა.

- საჭირო არაა, ბანაკი აქვე იყო. ავიღებ და რამდენიმე წუთში დავბრუნდები.

𝗜𝗡𝗙𝗘𝗥𝗡𝗢: 𝗧𝗵𝗲 𝗪𝗮𝘆 𝗢𝘂𝘁Where stories live. Discover now