მომდევნო დღეს თეჰიონმა ისეთ დროს გაიღვიძა, როდესაც დანარჩენები უკვე წასასვლელად ემზადებოდნენ.
წინა ღამით უჩვეულოდ დიდხანს და ღრმად ეძინა და ამით გაკვირვებული წამოდგა, კარვიდან ზლაზვნით გავიდა და თვალი შეავლო ბიჭების ფუსფუსს, რომლებიც აქეთ-იქით დადიოდნენ და ნივთებს აგროვებდნენ.-თეჰიონ!- დაუძახა ჯიმინმა, როგორც კი გაღვიძებული დაიგულა.- ნამჯუნს ჩაბარგებაში დაეხმარე და კარვები აკეცე, მე მახეების შესამოწმებლად მივდივარ.
-მარტო?- წამით შეშფოთდა თეჰიონი.
-არა, რა თქმა უნდა! ჰოსოკი წამომყვება.-გაუღიმა ჯიმინმა.
თეჰიონმა თავი დაუქნია და ნამჯუნისკენ დაიძრა, რომ დახმარებოდა.
ორი თვის წინ, როდესაც პირველად მოხვდნენ ტყეში, ერთმანეთს შეჰპირდნენ, რომ არასდროს არსად წავიდოდნენ მარტოები და ყოველთვის ერთად იქნებოდნენ. თუ რომელიმე შარს გადააწყდებოდა, ეს ყველას პრობლემა უნდა ყოფილიყო.-გაიღვიძე?- ჰკითხა ნამჯუნმა, როდესაც მასთან მისული თეჰიონი დაიგულა.- უჩვეულოდ დიდხანს გეძინა.
-შენ?- ჰკითხა თეჰიონმა.
- როგორც ყოველთვის,- მხრები აიჩეჩა მან.- კოშმარები...
- ოდესმე გათავისუფლდები.- უფროსის გამხნევება სცადა თეჰიონმა, მაგრამ მისი ტონი არც ისე დამაჯერებლად ჟღერდა.
- არ ვიცი, იმედია, მაგრამ მგონი ვეჩვევი. სინამდვილეში, მხოლოდ ჯიმინზე ვდარდობ, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არ ღირს. ახლოს მოდი, რაღაც მინდა გაჩვენო.- უთხრა მან და მიწაზე რუკა გაშალა.
თეჰიონი ინტერესით მიუახლოვდა ბიჭს, მუხლებზე დადგა და რუკას დახედა.
-ამ ადგილს ხედავ?- რუკაზე თითით ანიშნა ნამჯუნმა.- ახლა აქ ვართ, მაგრამ უკვე საკმაო ხანია წინ მივდივართ, მიმართულება უნდა შევიცვალოთ და გეზი დასავლეთისკენ ავიღოთ, ზედმეტად ვუახლოვდებით სეულს.- აუხსნა მან.- და ეს ზონა ზედმეტად საშიში ხდება ჩვენთვის.
YOU ARE READING
𝗜𝗡𝗙𝗘𝗥𝗡𝗢: 𝗧𝗵𝗲 𝗪𝗮𝘆 𝗢𝘂𝘁
Fanfictionუკვე ას წელზე მეტი გავიდა ბირთვული ომის შემდეგ, რომელმაც მთელი აზია გაანადგურა. კორეა ერთადერთი ქვეყანა იყო კონტინენტზე, რომელმაც ბირთვული ომის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ომის დასრულების შემდეგ, მთელი კორეის ნახევარკუნძული კედლით შემოი...