9

243 49 12
                                    


საღამო იმაზე ნელა მოვიდა, ვიდრე ამას რომელიმე მათგანი წარმოიდგენდა. მთელი დღე ველურ ნადირობას გეგმავდნენ, თუმცა ბევრს არ ლაპარაკობდნენ. მხოლოდ დეტალებს აზუსტებდნენ ერთმანეთთან და თავს თანხმობის ნიშნად იქნევდნენ.

უცნაური აურა იყო ჩამოწოლილი...
ისეთი, როგორიც ომის დროსაა ხოლმე, როცა ერთი მხარე მეორისგან შეტევას ელოდება. მაგრამ არავინ იმჩნევდა დაძაბულობას. ალბათ ყველასთვის უკეთესი იყო, რომ ამ თემაზე ზედმეტი არ ელაპარაკათ...

თუმცა, იმ დღეს ყველაზე უცნაური მაინც თეჰიონის საქციელი იყო.

დილით, მთელი ღამით ფიქრის შემდეგ თეჰიონი კარვიდან გამოვიდა. მხარზე ჩანთა ჰქონდა მოკიდებული, თვალის უპეები ოდნავ ჩამუქებოდა უძილობისგან და მთელ სახეზე უკმაყოფილება ეწერა. კარვიდან გამოსულმა თვალი გარემოს მოავლო და ერთად მდგომი იუნგი, ჯიმინი და ჯონგუკი რომ დაინახა, მაშინვე მათკენ დაიძრა.
შორიდანვე გაიგო როგორ ცდილობდა ჯიმინი, რომ ჯონგუკი დაემშვიდებინა და თეჰიონმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
ჯონგუკი არაფერს ამბობდა, უცნაურად აწურული იდგა უფროსების წინ და მხოლოდ თავს აქნევდა.
მისი მიახლოება რომ შეამჩნიეს, სამივემ მისკენ მიმართა მზერა.
თეჰიონმა სულ ერთი წამით მოჰკრა ჯონგუკს თვალი, სანამ ბიჭი მზერას აარიდებდა, მაგრამ ეს საკმარისი იყო, რომ მისი ჩამუქებული უპეები შეემჩნია.
როგორც ჩანს, არც ჯონგუკს სძინებია წუხელო, გაიფიქრა და თავისი ჩანთა დანარჩენების ჩანთების გვერდით უხეშად დააგდო.

- თეჰიონ?!-დაიბნა ჯიმინი.

- გისმენ.- აუღელვებელი, მაგრამ დაღლილი იყო თეჰიონის ხმა.

- რას აკეთებ?

- თქვენთან ერთად მოვდივარ!

ჯიმინმა ეჭვით დააწვრილა თვალები, იუნგიმ ხმამაღლა ამოიფრუტუნა და ოდნავ შესამჩნევი ღიმილით მიაშტერდა ბიჭს.

- რატომ?!-ეჭვნარევი ტონით ჰკითხა ჯიმინმა.

- უბრალოდ... დახმარება დაგჭირდებათ და მინდა დაგეხმაროთ!

𝗜𝗡𝗙𝗘𝗥𝗡𝗢: 𝗧𝗵𝗲 𝗪𝗮𝘆 𝗢𝘂𝘁Where stories live. Discover now