იმ დღეს ვახშამი არ უჭამიათ.
ხუთი მათგანი იმდენად დაკავებული იყო ჯონგუკის მოვლით, რომ არც კი გახსენებიათ ჭამა.
მეექვსე კი ხეს მიყრდნობილი და კოპებშეკრული ადევნებდა მათ ქმედებებს თვალს და სიბრაზისგან ადგილს ვერ პოულობდა.
აინტერესებდა, რატომ იყო ერთადერთი, ვისაც ახალი ბიჭი არ მოსწონდა და რატომ ფიქრობდა სხვა ყველა, რომ ჯონგუკს უნდა დახმარებოდნენ. ნუთუ იმდენად დააბრმავა საბრალო ბიჭის სახის დანახვამ ისინი, რომ სხვა ვეღარაფერზე ფიქრობდნენ? თეჰიონს სულ მცირე ათასი მიზეზის ჩამოთვლა შეეძლო, რატომ არ შეიძლებოდა ჯონგუკის ნდობა, მაგრამ ჯერ იცდიდა და თვალს ადევნებდა დანარჩენების ქმედებებს.როცა ერთი დღით ბანაკდებოდნენ, კარვებს არ შლიდნენ ხოლმე, რომ არ შეფერხებულიყვნენ, მაგრამ ჯონგუკის გამო გამონაკლისი დაუშვეს და ერთ-ერთი კარავი დაუყოვნებლივ ააწყეს. ჯონგუკი იქ მოათავსეს და ჰოსოკს საშუალება მისცეს, რომ მისთვის მიეხედა.
- წყალი მოიტანე, ჯიმინ. სახე დავბანოთ.- უთხრა სოკჯინმა და თეჰიონი წამოენთო.
- ჯერ ჩვენს წყალს დავხარჯავთ მასზე, მერე საჭმელს და მერე ალბათ ყველა რესურსს, რაც გაგვაჩნია და საციცოცხლოდ გვჭირდება, არა?- თავი ვეღარ შეიკავა და სოკჯინს უყვირა მან.
- რა ჯანდაბა გჭირს?!- საპასუხოდ შეუტია ბიჭმაც.- სერიოზულად ფიქრობ, რომ საბრალო ბიჭი ტყეში უნდა დავტოვოთ და სიკვდილის უფლება მივცეთ?
- მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ეგ საბრალო ბიჭი სახიფათოა, ჯინ! ყველანი დაბრმავდით? სისხლში ამოთხვრილი აშკარად ვიღაცას გაურბოდა და შეიძლება რამდენიმე წუთში თავს პოლიცია, ან სახელმწიფოს ხალხი წამოგვადეს და მის გამო ყველანი დავიღუპოთ!
- მერე ვილაპარაკოთ!- უგულოდ მოიშორა თავიდან სოკჯინმა და წყლის მათარით კარავში შევიდა.
თეჰიონი აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა და იქამდე არ გაჩერებულა, სანამ კარვიდან ჰოსოკი და სოკჯინი არ გამოვიდნენ.
ექვსივე მათგანმა თვალებით მოილაპარაკა და წამის შემდეგ ექვსივე მიწაზე იჯდა წრიულად. ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და ელოდებოდნენ, რომ რომელიმე ლაპარაკს დაიწყებდა.
YOU ARE READING
𝗜𝗡𝗙𝗘𝗥𝗡𝗢: 𝗧𝗵𝗲 𝗪𝗮𝘆 𝗢𝘂𝘁
Fanfictionუკვე ას წელზე მეტი გავიდა ბირთვული ომის შემდეგ, რომელმაც მთელი აზია გაანადგურა. კორეა ერთადერთი ქვეყანა იყო კონტინენტზე, რომელმაც ბირთვული ომის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ომის დასრულების შემდეგ, მთელი კორეის ნახევარკუნძული კედლით შემოი...