6

382 55 8
                                    

თეჰიონს აქამდე არასდროს უფიქრია, რომ ერთსა და იმავე რამეზე ამდენი ხნით კონცენტრაცია შეეძლო... რომ შეეძლო ერთი რაღაცისთვის საათობით ეყურებინა და არ დაღლილიყო.
რა თქმა უნდა, ამას თავისი თავის და ბიჭების გადასარჩენად აკეთებდა. სხვა რა მიზეზი შეიძლებოდა ჰქონოდა იმას, რომ უკვე კვირაზე მეტი იყო, მისი თვალები ყოველთვის ერთი ადამიანისკენ იყო მიმართული? თეჰიონი ყოველდღე უმეორებდა საკუთარ თავს, რომ არაფერი არ უნდა გამორჩენოდა. ყველაფერი, ნებისმიერი რამ, რასაც უმცროსი აკეთებდა, შეიძლება თეჰიონს თავისი ფიქრების დასამტკიცებლად გამოეყენებინა, ამიტომ არცერთი წამით არ უნდა მოეშორებინა მისთვის მზერა. ყოველი წამი, რომელსაც ჯონგუკის ყურების გარდა სხვა რამეში ხარჯავდა, შესაძლოა დამღუპველი აღმოჩენილიყო მათთვის.

თეჰიონი ახლაც თავის მისიას ასრულებდა.
ბიჭებისგან მოშორებით იჯდა და როგორც ყოველთვის, ხის ტოტებს თლიდა სოკჯინისთვის. სოკჯინი ყოველი დაბანაკებისას თეჰიონს სთხოვდა ხოლმე ამის გაკეთებას და თეჰიონი თვლიდა, რომ ეს ყველაზე მარტივი რაღაც იყო, რაც შეიძლებოდა ტყეში გაეკეთებინა და სასარგებლო ყოფილიყო. მაგრამ ახლა, როცა მისი ყურადღების ობიექტი ყოველ ნახევარ წუთში იცვლებოდა, ეს დავალება ისეთი მარტივი აღარ ეჩვენებოდა.
ხან მის ხელში მოთავსებულ ტოტებს უყურებდა, ხან ჯონგუკს, რომელიც ჯიმინს ელაპარაკებოდა.
უკვე ერთი კვირა იყო, რაც ჯონგუკი მათთან ერთად დადიოდა ტყეში და ამ დროის განმავლობაში, თეჰიონის გარდა ყველა მას ეხვეოდა გარშემო.
ჯონგუკს ყველა პატარა ბავშვად აღიქვამდა, რომელსაც მოვლა და პატრონობა სჭირდებოდა. არცერთს არასდროს მიუქცევია იმდენი ყურადღება ერთმანეთისთვის, რამდენსაც ჯონგუკს აქცევნდნენ.
ამიტომ, თეჰიონი ერთადერთი არ იყო, ვინც მთელ ყურადღებას მას უთმობდა და განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ თეჰიონი ამას უნდობლობის გამო აკეთებდა, დანარჩენებს კი ჯონგუკი ბავშვი ეგონათ.

𝗜𝗡𝗙𝗘𝗥𝗡𝗢: 𝗧𝗵𝗲 𝗪𝗮𝘆 𝗢𝘂𝘁حيث تعيش القصص. اكتشف الآن