თეჰიონს უამრავი ისეთი მომენტის გახსენება შეეძლო, როცა ტყეში მყოფებს დაძაბულობისგან სუნთქვა ეკვროდათ.
სახლიდან წამოსვლის პირველი ღამეები ყველაზე საშინელი იყო მათ შორის. ბიჭები რამდენიმე კვირის შემდეგაც ვერ ახერხებდნენ სრულყოფილად გამოძინებას, რადგან საფრთხის შეგრძნება ერთი წამითაც არ ტოვებდა.
დროის გასვლის შემდგე ამ გრძნობასაც შეეჩვია მათი გონება. თანდათან ოდნავ მოდუნდნენ, უფრო მშვიდები გახდნენ, მაგრამ ბოლომდე ვერა...
მუდმივი დაძაბულობა არსად ქრებოდა და მათ აიძულებდა, რომ პატარა, თითქმის შეუმჩნეველ ხმაურზეც კი დაეძაბათ ყურადღება.
თეჰიონს ახსოვდა ის შეგრძნებები, როდესაც ჯონგუკი დაიჭირეს ტყეში. ის პირველი ადამიანი იყო, რომელსაც სახლიდან წამოსვლის შემდეგ შეხვდნენ და მისმა გამოჩენამ ის პატარა სიმშვიდეც კი გააქრო ყველა მათგანში, რომლის მიღწევასაც რამდენიმე თვე დასჭირდა.
თეჰიონის მეხსიერება ყველაფერს იტევდა: ყველა შიშს, ყველა დაძაბულობას, ყველა პანიკასა და ყველა ნერვიულობას, მაგრამ ის, რაც ახლა მათ თავს ხდებოდა მათ შორის ყველაზე საზარელი იყო.თოთხმეტი ბიჭი ერთმანეთის პირისპირ იჯდა და ერთმანეთს თვალებში შეჰყურებდნენ. თოთხმეტივე ისეთი დაძაბული იყო, რომ ალბათ ხელის ერთი უჩვეულო მოძრაობაც საკმარისი იქნებოდა, რომ ყველაფერი არეულიყო და რაღაც ძალიან ცუდი მომხდარიყო.
თეჰიონს ტუჩები მაგრად ჰქონდა ერთმანეთზე დაჭერილი, სიბრაზისგან თუ დაძაბულობისგან კისერს გამუდმებით აქეთ-იქით ამოძრავებდა. მისი თვალები ხან უცხო ბიჭებს აშტერდებოდა და მათ შესწავლას ცდილობდა, ხან ჯონგუკს უყურებდა და ამოწმებდა როგორ იყო უმცროსი.
საშინელი აურა თეჰიონის ძვლებამდე ატანდა და ფაქტი, რომ საუბრის დაწყებას არცერთი მხარე არ ჩქარობდა, სისხლს უდუღებდა.
ერთი სული ჰქონდა გაეგო ვინ იყვნენ უცნობები, რატომ იყვნენ აქ და რას გულისხმობდნენ, როცა თქვეს, რომ საერთო მიზნები ჰქონდათ.
YOU ARE READING
𝗜𝗡𝗙𝗘𝗥𝗡𝗢: 𝗧𝗵𝗲 𝗪𝗮𝘆 𝗢𝘂𝘁
Fanfictionუკვე ას წელზე მეტი გავიდა ბირთვული ომის შემდეგ, რომელმაც მთელი აზია გაანადგურა. კორეა ერთადერთი ქვეყანა იყო კონტინენტზე, რომელმაც ბირთვული ომის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ომის დასრულების შემდეგ, მთელი კორეის ნახევარკუნძული კედლით შემოი...