5

285 55 9
                                    



- თეჰიონ, გეყოფა!- ნახევრად სიცილით დაუძახა ჯიმინმა და გვერდით ამოუდგა.

- რა?- მხრები აიჩეჩა მან.

- ჯონგუკისთვის ისე ყურება, თითქოს შესაფერის მომენტს ელოდები, რომ დანით მივარდე და მოკლა.

- აზვიადებ,- თვალები აატრიალა მან.- უბრალოდ ვაკვირდები. არ მინდა რამე საეჭვო გამომრჩეს.

- გიცნობ, თეჰიონ,- ეშმაკურად ჩაიცინა ჯიმინმა.- ვიცი, რომ ჯონგუკის ამბის შემდეგ მოლბი და ძველებურად აღარ ფიქრობ.

- სისულელეებს ლაპარაკობ,- შეუბღვირა მან. - განსაკუთრებული არაფრითაა, არც ჩვენ ვყოფილვართ ბედნიერები, ჯიმინ. ჩვენც გამოვცადეთ სიკვდილი. არ ვაპირებ ამის გამო მის შეცოდებას.

- შეცოდება არც მიგულისხმია. შენ თვითონ თქვი, რომ ჩვენგან განსხვავებული არაა და იმის თქმა მინდოდა, რომ ახლა ჯონგუკს ისე უყურებ, როგორც ჩვენიანს.

- თავი რამეს მიარტყი?- ყბები დაეჭიმა თეჰიონს.- აზრი არ შემიცვლია, ისევ ვფიქრობ, რომ ეგ ბიჭი საშიშია ჩვენთვის.

- კარგი, როგორც გინდა.- თვალები აატრიალა ჯიმინმა და სანამ თეჰიონი პასუხის გაცემას მოასწრებდა, ნამჯუნის ხმა გაიგეს.

- მე და ჰობიმ ადგილი ვიპოვეთ დასაბანაკებლად. სახლიცაა.

თეჰიონს და ჯიმინს მაშინვე დაავიწყდათ რაზე ლაპარაკობდნენ და თვალები გაუბრწყინდათ.
სახლის პოვნა ნიშნავდა, რომ ისეთი რაღაცების ნახვა შეეძლოთ, რაც აქამდე არასდროს ენახათ და რაც გზაშიც გამოადგებოდათ.
დაბნეული ჯონგუკის ჩათვლით, რომელიც ხმას არ იღებდა და რობოტივით დაჰყვებოდა დანარჩენებს უკან, ყველანი ნამჯუნს მიჰყვნენ და რამდენიმე წუთში მიადგნენ პატარა, ერთსართულიან სახლს.
დაბანაკება მალევე დაიწყეს. ერთმანეთში სიტყვაც კი არ გაუცვლიათ ისე მოქმედებდნენ. ორი თვის შემდეგ უკვე უთქმელად შეეძლოთ ყველაფერი ისე გაეკეთებინათ, როგორც საჭირო იყო.
კარვები სახლისგან ოდნავ მოშორებით გაშალეს. არავის დასჭირვებია იმის თქმა, რომ ასი წლის წინ მიტოვებულ ნესტიან და ალბათ მწერებით სავსე სახლში არავის სურდა დაძინება. ჰოსოკი და სოკჯინი მცენარეების ან ხილის მოსაძებნად წავიდნენ. რაღაც უნდა ეჭამათ მეორე დღემდე, სანამ იუნგი და თეჰიონი ინადირებდნენ. ჯიმინმა და თეჰიონმა კარვების გაშლის საქმე აიღეს თავიანთ თავზე, ნამჯუნი და იუნგი კი მდინარისკენ წავიდნენ წყლის მოსატანად.
ერთადერთი, ვინც არაფერს აკეთებდა დიდი, დაბნეული თვალების აქეთ-იქით ცეცების გარდა, ჯონგუკი იყო.
თეჰიონი ცდილობდა გაბრაზებულიყო მასზე და ეთქვა, რომ თუ ბიჭს უნდოდა, რომ მათი ჯგუფის ნაწილი გამხდარიყო, უნდა ესწავლა კიდეც როგორ გაეკეთებინა სასარგებლო რაღაცები. მაგრამ მის დაბნეულ სახეს რომ უყურებდა, წინა დღის მოგონებები და მისი სიტყვები უტივტივდებოდნენ გონებაში და ღრმად ამოოხვრის გარდა აღარაფერი შეეძლო.

𝗜𝗡𝗙𝗘𝗥𝗡𝗢: 𝗧𝗵𝗲 𝗪𝗮𝘆 𝗢𝘂𝘁Where stories live. Discover now