4

354 61 13
                                    



თეჰიონი ჭკუიდან გადაჰყავდა იმ ფაქტს, რომ ორი დღის შემდეგ უკვე ყველას დაავიწყდა ის ძალიან ბევრი საფრთხე, რომელიც ჯონგუკს შეეძლო მათთვის მოეტანა და ისე ექცეოდნენ მას, თითქოს პატარა, დაუცველი ბავშვი ყოფილიყო.
იმდენად აღიზიანებდა ეს ყველაფერი, რომ ორი დღის განმავლობაში ხმაც კი არ ამოუღია, არავის არაფერს ეუბნებოდა და მაქსიმალურად ცოტა დროს ატარებდა დანარჩენებთან ერთად.
სიბრაზისგან ლამის გონებას კარგავდა, როცა ხედავდა როგორ დასტრიალებდნენ ექვსივე მათგანი ჯონგუკს, ხან საჭმელს სთავაზობდნენ, რომელიც არც ისე ბევრი ჰქონდათ, ხან სასმელს და ყოველ წამს ეკითხებოდნენ, რამე ხომ არ სჭირდებოდა.
ბრაზდებოდა, როცა ხედავდა, რომ საქმეს ჯონგუკის გარდა ყველა აკეთებდა და მას არაფრის კეთების უფლებას არ აძლევდნენ, თითქოს პრინცი იყო, რომელსაც უნდა გაფრთხილებოდნენ.
ბრაზდებოდა, როცა ხედავდა, რომ ჯონგუკის გამო ყველა იღიმოდა.
ბრაზდებოდა, როცა აცნობიერებდა, რომ ერთადერთი იყო, ვისაც უკვე რამდენიმე ღამე არ სძინებია იმის შიშით, რომ ვიღაც იპოვიდათ.
ბრაზდებოდა, როცა ღამე დაძინება არ შეეძლო და ყურს ყოველთვის მათ ახალ წევრს უგდებდა.
მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის აბრაზებდა, რომ ორი დღის შემდეგ ჯერ ვერაფერი შეატყო ბიჭს ისეთი, რის გამოც შეეძლო დაემტკიცებინა, რომ მისი ნდობა არ შეიძლებოდა. მის ყველა ნაბიჯს ინტერესით აკვირდებოდა, მაგრამ ვერაფერი შენიშნა საეჭვო.
ბიჭი იშვიათად, თითქმის საერთოდ არ ლაპარაკობდა. ყველაფერს თავდახრილი აკეთებდა და თეჰიონთან ბოლო ინციდენტის შემდეგ, აღარც კი ჭამდა ნორმალურად.

ჯიმინმა რამდენჯერმე სცადა დალაპარაკებოდა, მაგრამ თეჰიონი ყურადღებას არ აქცევდა. ერთადერთი, რასაც უფროსი ეუბნებოდა ის იყო, რომ ჯონგუკს დახმარება სჭირდებოდა და მისი ბოლო საქციელი მას არ ჰგავდა. ერთხელ ისიც კი წამოსცდა, დაელაპარაკე და ბოდიში მოუხადეო, მაგრამ თეჰიონს მზერა ისე შეეცვალა, აღარაფერი უთქვამს.

𝗜𝗡𝗙𝗘𝗥𝗡𝗢: 𝗧𝗵𝗲 𝗪𝗮𝘆 𝗢𝘂𝘁Where stories live. Discover now