1

368 71 10
                                    




To get back up to the shining world from there
My guide and I went into that hidden tunnel,
And Following its path, we took no care
To rest, but climbed: he first, then I-so far,
through a round aperture I saw appear
Some of the beautiful things that Heaven bears,
Where we came forth, and once more saw the stars.

- Dante Alighieri, Inferno





ღამის თითქმის სრულყოფილ სიჩუმეს საიდანღაც მომავალი ყვირილის ხმა არღვევს.
ჩამქრალ ცეცხლთან ჩაძინებული თეჰიონი, რომელსაც იმ ღამით მორიგეობა ევალებოდა, ფეხზე ხტება და შეშინებული მირბის კარვისკენ, საიდანაც ხმები ისმის. სანამ იქამდე მივა, უკვე იცის რაც ხდება და ვის ეკუთვნის ხმა, რომელიც განწირული ითხოვს შველას, მაგრამ მაინც სუნთქვაშეკრული ხნის კარვის შესასვლელს და უხმოდ შესცქერის აკანკალებულ ნამჯუნს, რომელიც გაურკვევლად ბუტბუტებს რაღაცებს და რომელსაც ჯიმინი ეხვევა და აწყნარებს.

- ჯ-ჯიმინ?!-კანკალით სცდება მის ბაგეებს და უფროსს მზერა მასზე გადმოაქვს.

-უბრალოდ კოშმარია.- ღიმილით პასუხობს ის და თეჰიონი თავს უქნევს. ყოველთვის აოცებდა ჯიმინის უნარი, რომ ყველა სიტუაციაში შეეძლო შენთვის გაეღიმა და მხოლოდ ამით დაერწმუნებინე, რომ სამყაროში ჯერ კიდევ არსებობდა რაღაც იმედისმაგვარი და ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა.

იმით ოდნავ დამშვიდებული თეჰიონი, რომ ნამჯუნი საიმედო ხელში იყო, შებრუნდა და თავდაპირველი ადგილისკენ სიარული დაიწყო.
კარგად იცოდა ნამჯუნის კოშმარების შესახებ. მას შემდეგ, რაც დედამისი მთელი სოფლის თვალწინ დასაჯეს სიკვდილით, ისინი ნამჯუნის ხშირი სტუმრები გახდნენ.
თეჰიონმა იცოდა, რომ ნამჯუნს ხანდახან ეშინოდა დაძინება მათ გამო, ამიტომ ყოველთვის ბოლო იყო, ვინც იძინებდა.
თეჰიონმა ისიც იცოდა, რას გრძნობდა ნამჯუნი. კოშმარები და მათ გამო ფხიზლად დარჩენა არც მისთვის იყო უცხო. ხშირად იღვიძებდა ხოლმე ღამით ოფლისგან დაცვარული, სუნთქვაშეკრული და გულაჩქარებული და მერე ვეღარაფრით ახერხებდა ძილის შებრუნებას. გათენებამდე მოკუნტული იწვა, ცდილობდა სხეულის კანკალი შეეჩერებინა და როგორმე თავიდან ამოეგდო სიზმარზე ფიქრები.
იცოდა, რომ მას შემდეგ, რაც სახლები დატოვეს და გამოიქცნენ, აღარავის ეძინა შიშის გარეშე, რომ ვიღაც იპოვიდათ, რომ რაღაც დაემართებოდათ. მაგრამ ამ თემაზე საუბარს ყველა გაურბოდა. თითქმის არასდროს ლაპარაკობდნენ თავიანთ მენტალურ მდგომარეობაზე და ამის ნაცვლად, ყოველთვის მიზნებზე ფოკუსირდებოდნენ.
ჰოსოკს, რომელიც იმ წამს გამოვიდა კარვიდან თვალების ფშვნეტით, უთხრა, რომ სანერვიულო არაფერი იყო და კარავში დაბრუნებულიყო. ნახევრად მძინარე ბიჭმა თავი დაუქნია და ზლაზვნით დაბრუნდა თავის კარავში, რომელსაც იუნგისთან იზიარებდა.

𝗜𝗡𝗙𝗘𝗥𝗡𝗢: 𝗧𝗵𝗲 𝗪𝗮𝘆 𝗢𝘂𝘁Where stories live. Discover now