მთელი ღამის უძილო თეჰიონი ქვაზე იყო ჩამომჯდარი, თავისი ჩანთა გვერდით ედო და ჯერ კიდევ გაბრუებული იყურებოდა აქეთ-იქით.
წინა დღით მომხდარის შემდეგ დაძინება ვერაფრით შეძლო. მთელი ღამე ვარსკვლავებიან ცას უყურებდა და ვერ იჯერებდა, რომ ნამდვილ სამყაროში იყო, რომ ორგანიზაცია მართლა არსებობდა და რომ მათი ქვეყნიდან გაღწევის შანსი რეალური იყო.
მთელი ამ დროის განმავლობაში, როცა ისინი ტყეში დადიოდნენ და აბსტრაქტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებას ცდილობდნენ, ყველა მათგანს ჰქონდა გააზრებული, რომ ორგანიზაციის რეალურობის შანსი ისეთივე პატარა იყო, როგორც მათი ქვეყნიდან გაღწევისა. ერთმანეთს აიმედებდნენ, გამუდმებით იმაზე ლაპარაკობდნენ რომ არ უნდა დანებებულიყვნენ და ორგანიზაციას ადრე თუ გვიან იპოვიდნენ, მაგრამ, გულის სიღრმეში, არავის სჯეროდა ამის ბოლომდე. ყოველთვის იცოდნენ, რომ შეიძლებოდა მათი მცდელობა სრულიად ამაო ყოფილიყო.
მაგრამ წინა დღით მომხდარმა ყველაფერი შეცვალა, ყველაფერი ამოატრიალა მათ გონებაში და ახლა, თეჰიონს ეგონა, რომ ღრუბლებში იყო.ერთ წამს იმაზე კამათობდნენ, რომ ერთმანეთს არაფერს ეტყოდნენ სანამ არ დარწმუნდებოდნენ, რომ ეს უსაფრთხო იყო, მეორე წამს კი შვიდივე მათგანი თითქმის უცნობ ბიჭებს მათი ბანაკისკენ მიჰყვებოდნენ.
ბევრი იფიქრეს, ბევრი იკამათეს, ყველაფერი აწონ-დაწონეს და ბოლოს გადაწყვიტეს, რომ რისკზე წასვლის გარეშე შეიძლება არაფერი შეცვლილიყო.თეჰიონი ბედნიერებას, აღელვებას, იმედს, სასოწარკვეთას, გაურკვევლობას, შიშს და კიდევ უამრავ ემოციას განიცდიდა ერთდროულად. იმდენად ბევრს ფიქრობდა, იმდენად ბევრს გრძნობდა, რომ ჯერ ვერაფერს იაზრებდა. ბედნიერი იყო, რომ ორგანიზაცია მართლა არსებობდა და რომ მართლა ჰქონდათ შანსი, იქაურობას სამუდამოდ გასცლოდნენ, მაგრამ ეშინოდა კიდეც. ახლა, როცა ყველაფერი, რისთვისაც ამდენი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ, რეალური გახდა, თეჰიონი შიშმაც შეიპყრო. არ იცოდა რას უმზადებდათ მომავალი, თითქმის უცნობ ადამიანებს ჯერ კიდევ არ ენდობოდა და არ უნდოდა საკუთარი თავისთვის ფუჭი იმედი მიეცა.
ŞİMDİ OKUDUĞUN
𝗜𝗡𝗙𝗘𝗥𝗡𝗢: 𝗧𝗵𝗲 𝗪𝗮𝘆 𝗢𝘂𝘁
Hayran Kurguუკვე ას წელზე მეტი გავიდა ბირთვული ომის შემდეგ, რომელმაც მთელი აზია გაანადგურა. კორეა ერთადერთი ქვეყანა იყო კონტინენტზე, რომელმაც ბირთვული ომის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ომის დასრულების შემდეგ, მთელი კორეის ნახევარკუნძული კედლით შემოი...