სამი დღის განმავლობაში ერთხელაც არ გაჩერებულან.
ყველანი მთელი ძალითა და მონდომებით მიიწევდნენ წინ.
იმდენად სასოწარკვეთილები და შეშინებულები ცდილობდნენ რაც შეიძლება შორს წასვლას, რომ ერთი წუთითაც კი არ აძლევდნენ თავს დასვენების უფლებას. მოპარული პროდუქტები ჯერ კიდევ ჩანთაში ედოთ ხელშეუხებლად და ჭამისთვისაც კი ვერ ბედავდნენ გაჩერებას.
ჯონგუკს ფეხი სტკიოდა და ექვსივე მათგანი რიგრიგობით ეხმარებოდა სიარულში. ბიჭი გამუდმებით ბოდიშებს იხდიდა... დანარჩენებს იმის გამო ებოდიშებოდა, რომ ფრთხილად არ იყო და მათ იმედები გაუცრუა.
ყველანი ანუგეშებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ არაფერი დაუშავებია და არ უნდა ენერვიულა თავის მდგომარეობაზე, მაგრამ ბიჭი თავის დადანაშაულებას არ წყვეტდა...
თეჰიონი უსიტყვოდ უსმენდა მის მონოლოგებს და დანარჩენების დამშვიდების მცდელობებს. ჯონგუკი მას არაფერს ეუბნებოდა და არც თეჰიონი თვლიდა საჭიროდ, რომ თვითონაც ეცადა მისი დამშვიდება.მეოთხე დღეს ჯონგუკს, რომელსაც სიარულის დროს თეჰიონის მხარზე ჰქონდა გადახვეული ხელი, მუხლები მოეკეცა და რომ არა თეჰიონი, ალბათ დაეცემოდა.
ბიჭის მდგომარეობა რომ დაინახა, ნამჯუნმა ოფლისგან დაცვარული შუბლი ჭუჭყიანი ზედის სახელურით მოიწმინდა.- მგონი დროა გავჩერდეთ, საკმარისად შორს წამოვედით და გზის გასაგრძელებლად მეტი რესურსი აღარ გვაქვს.- დანარჩენებს უთხრა ნამჯუნმა.
- ბოდიში, ნამჯუნ ჰიონ, ჩემი ბრალია! უბრალოდ ცუდად დავდგი ნაბიჯი. აღარ განმეორდება, გპირდები! ჩემ გამო ნუ გავჩერდებით.- მაშინვე ანერვიულდა ჯონგუკი.
თეჰიონმა თვალები აატრიალა და ბიჭს ოდნავ შეუშვა ხელი. ჯონგუკი კი, რომელმაც იგრძნო, რომ საყრდენი ხელიდან ეცლებოდა, მაშინვე მის მკლავს ჩაეჭიდა, თითქოს თავს დაცემისგან იკავებდა და თეჰიონმა მის ქცევაზე წარბები ზემოთ აქაჩა.
YOU ARE READING
𝗜𝗡𝗙𝗘𝗥𝗡𝗢: 𝗧𝗵𝗲 𝗪𝗮𝘆 𝗢𝘂𝘁
Fanfictionუკვე ას წელზე მეტი გავიდა ბირთვული ომის შემდეგ, რომელმაც მთელი აზია გაანადგურა. კორეა ერთადერთი ქვეყანა იყო კონტინენტზე, რომელმაც ბირთვული ომის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ომის დასრულების შემდეგ, მთელი კორეის ნახევარკუნძული კედლით შემოი...