ღამის მორიგეობის შემდეგ თეჰიონი კარვის გარეთ იჯდა. Ხელები მუხლებზე ჰქონდა შემოწყობილი და თავისი თითებით თამაშობდა. ცის ფერის ცვლილებას თუ დაუჯერებდა, უკვე რამდენიმე საათი იყო გასული მას შემდეგ, რაც გაიღვიძა და დაძინება ვეღარ შეძლო.მისი ყურადღება მთლიანად ცისკენ და ტყის ხმებისკენ იყო მიპყრობილი. ძლივს შესამჩნევი ღიმილი გამოსახვოდა სახეზე და სულელური გამომეტყველებით ასცქეროდა ცას.
ბოლომდე გათენებულიც კი არ იყო მოულოდნელად კარვის ელვის ხმა რომ გაიგო და მთელი ყურადღება იქით მიმართა.
კარვიდან ნამჯუნი გამოვიდა აჩქარებით, უკან ჯიმინი მოჰყვა, რომელიც თვალებს იფშვნეტდა და თეჰიონმა თვალები მოჭუტა ინტერესისგან.- თეჰიონ, შეგიძლია ბიჭების გაღვიძებაში დამეხმარო? რაც შეიძლება სწრაფად!- მაშინვე თეჰიონს მიმართა ნამჯუნმა.
- რამე ხდება?- ფეხზე დაბნეული წამოდგა ბიჭი.
ნამჯუნი ყოველთვის აუჩქარებელი და აუღელვებელი იყო და მისი ასეთი მიმართვის გამო თეჰიონი დაეჭვდა. თუ ნამჯუნი ჩქარობდა, ეს მხოლოდ იმაზე მიანიშნებდა, რომ რაღაც მოხდა, მაგრამ რა უნდა მომხდარიყო ღამით, როცა ყველა დასაძინებლად იყო კარავში შესული?!
-ისეთი არაფერი,- სწრაფად უპასუხა ნამჯუნმა.- რაღაც მოვიფიქრე და აღელვებული ვარ. ჯიმინ, შენც დამეხმარე და ყველა გააღვიძეთ... სწრაფად უნდა მოგიყვეთ ახალ გეგმაზე!
ჯიმინმა და თეჰიონმა უხალისოდ დაუქნიეს თავები უფროსს. თეჰიონი სოკჯინის გასაღვიძებლად გაემართა, ჯიმინი კი იუნგის, ჰოსოკისა და ჯონგუკის კარავს მიადგა.
ცოტა ხნის შემდეგ, შვიდივე მათგანი ნამჯუნის რუკის გარშემო ისხდნენ წრიულად და ელოდებოდნენ როდის იტყოდა რამეს ბიჭი. ექვსი მათგანის მზერა შეწუხებასა და ინტერესს ერთდროულად გამოხატავდა, ნამჯუნი კი რუკას უყურებდა და ყოველ სამ წამში ერთხელ ტუჩებს იკვნეტდა ნერვიულობისგან.
YOU ARE READING
𝗜𝗡𝗙𝗘𝗥𝗡𝗢: 𝗧𝗵𝗲 𝗪𝗮𝘆 𝗢𝘂𝘁
Fanfictionუკვე ას წელზე მეტი გავიდა ბირთვული ომის შემდეგ, რომელმაც მთელი აზია გაანადგურა. კორეა ერთადერთი ქვეყანა იყო კონტინენტზე, რომელმაც ბირთვული ომის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ომის დასრულების შემდეგ, მთელი კორეის ნახევარკუნძული კედლით შემოი...