მომდევნო დღეს თეჰიონი ჰაერის უსიამოვნო შეხებამ გააღვიძა თავის სახეზე. ჯერ კიდევ არაცნობიერ მდგომარეობაში მოისვა სახეზე ხელი, რომ უსიამოვნო შეგრძნება გაეფანტა, მაგრამ ამის ნაცვლად, ის უფრო გამძაფრდა.
ბოლოს, როცა ბიჭი სრულიად გამოაფხიზლა ჰაერის ძლიერმა ნაკადმა, გაღიზიანებულმა გაახილა თვალები და მისი მზერა მაშინვე ჯიმინს შეეჩეხა, რომელიც ზემოდან დასცქეროდა და როგორც ჩანს, სულს უბერავდა.
დაინახა თუ არა უფროსმა, რომ თეჰიონს ეღვიძა, სახე გაუნათდა, გაიღიმა და მისმა თვალება ნახევარმთვარის ფორმა მიიღეს.- დილამშვიდობისა!- თქვა მან, სანამ თეჰიონი რამის თქმას მოასწრებდა.
- რა ჯანდაბა გინდა, ჯიმინ?- ახალგაღვიძებული ხმით ამოიზმუვლა მან.
- ბოდიში, შენი გაღვიძება მინდოდა. იცი რამდენი ხანია გძინავს? დანარჩენები უკვე საქმეებს აკეთებენ. იუნგის შენი გაღვიძება არ უნდოდა და ჰოსოკთან ერთად წავიდა სანადიროდ.
თეჰიონი უკმაყოფილო სახით წამოჯდა მიწაზე და თვალები მუჭით მოისრისა.
- აბა, არ მეტყვი წუხელ რა მოხდა?- გვერდით მიუჯდა უფროსი და ცნობისმოყვარე თვალებით მიაჩერდა.
- რა მოხდა?-დაიბნა თეჰიონი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ძილის ფაზიდან ბოლომდე გამოსული.
ჯიმინმა თვალები დააწვრილა დაეჭვების ნიშნად და მერე, თეჰიონს მზერით სადღაც მიანიშნა. ბიჭმა ჯიმინის მზერას გააყოლა თვალი, გვერდით შეტრიალდა და მიწაზე დაწოლილი ჯონგუკი რომ დაიანახა, რომელიც გვერდულად იწვა და ხელები თავქვეშ ჰქონდა ამოდებული, წამით ფერი დაკარგა.
- რა უნდა მომხდარიყო?-ოდნავ დაბნეულმა უპასუხა.- არაფერი მომხდარა, ჯიმინ!
- შენ და ჯონგუკმა დაილაპარაკეთ?
- არა!-მაშინვე უარყო მან.
- შენი პასუხის სისწრაფე საპირისპიროზე მიანიშნებს.- გაეცინა ჯიმინს.
YOU ARE READING
𝗜𝗡𝗙𝗘𝗥𝗡𝗢: 𝗧𝗵𝗲 𝗪𝗮𝘆 𝗢𝘂𝘁
Fanfictionუკვე ას წელზე მეტი გავიდა ბირთვული ომის შემდეგ, რომელმაც მთელი აზია გაანადგურა. კორეა ერთადერთი ქვეყანა იყო კონტინენტზე, რომელმაც ბირთვული ომის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ომის დასრულების შემდეგ, მთელი კორეის ნახევარკუნძული კედლით შემოი...