მალე ყველანი დაიშალნენ და სამეულმა როგორც იქნა ერთმანეთი იპოვა
-ჯანდაბა, ფუ ამის...-ცოფებს ყრიდა რონი-პარკინსონთან ერთად მოვხვდი
-რა გიჭირს მე მალფოისთან ერთად მოვხვდი- უპასუხა სიბრაზისგან აწითლებულმა ჰერმიონმა-ვიზიარებ ჰერმიონ- საუბარში ჩაერთო ჰარი- მაგრამ არც მე მადგას კარგი დღე, ზაბინთან ერთად უნდა ვითამაშო, საშინელი გუნდები შეგვხვდა...
-სულაც არ იქნებოდა საშინელი ეს აუტანელი სლიზერინელები რომ არ ყოფილიყვნენ-შეატყვეტინა რონმა.
-ყველაზე მეტად ნევილს გაუმართლა, ლუნასთან ერთად მაინც მოხვდა გუნდში, იმ მშიშარა ედრიენმა კიდე რა უნდა დაუშავოს ისეთი, მაგრამ არც ისაა მამა აბრამის ბატკანი, გახსოვთ პირველ კურსზე ერთ ჰაფლეპაფელს ენა რომ გაუქრო, საწყალი ერთი კვირა მადამ ფომპრისთან მკურნალობდა, სანამ ენა მთლიანად არ გაეზარდა
-სამაგიეროდ ოლივერ ვუდმა კარგადაც შეაშინა, როცა ცეცხლის ლომი გამოადევნა მთელი ჰოგვორტსი მოარბენინა-სამივემ გულიანად გადაიხარხარეს
სამეული ასე ხუმრობაში მალე გამხიარულდა, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით სლიზერინის ოთახში, გველის გოსახულებებიან დივანზე მჯდომ დრაკოზე.
-რა საშინელებაა, უისლისთან ერთად რა ჯანდაბა მინდა, საერთოდ არ მივიღებ მონაწილეობას, ამ სულელურ ჩემპიონატში-ოთახში წივილით შემოვარდა პენსი პაეკინსონი, თმა სასაცილოდ აეჩეჩა, როგორც ჩანს რონთან ერთად გუნდში ყოფნის ამბავი კარგად ვერ გადაიტანა
-პარკინსონ, ნუ წიკვინებ, ისედაც თავი მისკდება- გამოსცრა დრაკომ და დივანზე წამოჯდა
-არა... არა არა და არაა, უისლისთან ერთად არ ვიქნები-არ ცხრებოდა პენსი და დრაკოს წინ განუწყვებლივ წინ და უკან დადიოდა- და საერთოდ როდის მერე მომმართავ გვარით მისტერ?...🤨
-მას შემდეგ რაც ჩემი ტვინის ჭამა დაიწყე-ნაძალადევად გაიღიმა დრაკო-ზაბინი სადღაა, ბლეეზ, სად ჯანდაბაში ხარ- დრაკო ოთახიდან გავიდა
YOU ARE READING
დრამიონი/მაპატიე სიყვარულისთვის (დასრულებული)
Fanfiction,,ბოლოს და ბოლოს ბედნიერება ვიგრძენი... სიყვარული ვიგრძენი... და ეს მხოლოდ შენი დამსახურებით, არ მინდა ჰერმიონ... არ მინდა დაგკარგო"