თავი V

81 5 39
                                    


უკვე მოსაღამოვდა, და ჰერმიონი დირექტორის კაბინეტისკენ გაემართა, გზაში კი მალფოიც წამოეწია, მალე მაკგონაგელის კაბინეტსაც მიაღწიეს

-საღამომშვიდობისა პროფესორო-მიესალმნენ ერთხმად

-საღამომშვიდობისა, როგორც ყოველთვის მკაცრი გამომეტყველებით შეხედა მაკგონაგელმა-თქვენთვის არაჩვეულებრივი სასჯელი მოვიფიქრე-დრაკოს და ჰერმიონს სახეზე მწვანე ელფერმა გადაუარა

-ვინაიდან ჰოგვორტსის ერთი ექთანი დროებით შვებულებაშია, გადავწყვიტე რომ მის მაგივრად, გაკვეთილების შემდეგ მადამ პომფრის თქვენ მოეხმარებით 

-რა... -შეიცხადა დრაკომ-საავადმყოფო ფლიგელში...

-დიახ, რამე პრობლემა გაქვთ მისტერ მალფოი...-სათვალე შეისწორა მაკგონაგელმა

-მედიცინის არაფერი გამეგება-ჩაიბურტყუნა მალფოიმ

-არაუშავს ისწავლით, მის გრეინჯერი მოგეხმარებათ და ერთად მოუვლით პაციენტებს-შეგიძლიათ წაბრძანდეთ-უთხრა პროფესორმა და შებრუნდა

-ხედავ გრეინჯერ, შენს გამო რა დღეში ვართ-შეუღრინა დრაკომ როცა უკვე კიბეს ჩამოსცდნენ

-ყველაფერს მე ნუ მაბრალებ მალფოი, მთელი ორი საათი ვეძებდი შელოცვას რომ ბო ისევ კატად მექცია, თანაც დაიმსახურე

-დავიმსახურე არა... ჰოდა წადი ახლა და მოუარე ავადმყოფებს-თვალები გადაატრიალა დრაკომ.

ჰერმიონმა გადაწყვიტა კამათში არ აჰყოლოდა და ღრმად გამოეძინა ხვალინდელი დღისთვის. მალე უკვე ჯინის გვერდით საწოლზე იყო მოკალათებული და შელოცვების წიგნს ჩაჰკირკიტებდა, როცა თვალები დაეღალა, წიგნი დაკეცა და ვერც კი გაიგო როგორ ჩაეძინა. მეორე დღეს ვიღაცის ხმამ გააღვიძა

-ჰერმიონ გაიღვიძე, გვაგვიანდება, საუზმეს ვერ მივუსწრებთ

-კარგი რა ჯიინ, ცოტაც მაცადე- თქვა ჰერმიონმა და გოგონას ბალიში ესროლა-არავითარ შემთხვევაში, მალე გელოდები ადექი და გაემზადე

დრამიონი/მაპატიე სიყვარულისთვის (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora