თავი XII

49 4 12
                                    

_აქ რა მინდა!.... მალფოი!... აქ რატომ მომიყვანე_ყვიროდა ჰერმიონი_მალფოი!!!!

დრაკომ უცებ გაიღვიძა ჰერმიონის ყვირილის გაგონებაზე, თვალები გადაატრიალა და საძინებელში შევიდა

_რა გაყვირებს გრეინჯერ, გამაღვიძე_მთქნარებით შევიდა ოთახში დრაკო

_რა მინდა აქ!_არ ცხრებოდა ჰერმიონი

_გუშინ რაღაც დალიე თუ მოწიე არ ვიცი მაგრამ კისერზე ჩამომეკიდე, თან ისე,რომ ვეღარ მოგიხსენი ამიტომ მოგიყვანე აქ, კმაყოფილი ხარ?

_რა... რა სისულელეა, მახსოვს რომ ყელსაბამი და ბარათი მომიტანა ბუმ რომელსაც შენი ინიციალები ეწერა, ყელსაბამი ავიღე და გავიკეთე, მერე... მერე არ მახსოვს_ჰერმიონი საწოლზე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო და თვალები მაგრად დახუჭა.

_მერე მოხვედი და მადლობას მიხდიდი იმ საჩუქრისთვის რომელიც მე არ გამომიგზავნია_გააგრძელა მალფოიმ

_შენ არ გამოგიგზავნია? აბა ვინ გამომიგზავნა, იქ შენი ინიციალები იყო

_შენი აზრით მე ყელსაბამს გაჩუქებდი? შენ?_დრაკომ ცინიკურად ჩაიცინა

_თან შეხედე რას გავს, ამის მყიდველმა გემოვნება იცის რა არი საერთოდ?

_შეწყვიტე, ვინ გამოგზავნა ყელსაბამი_ჩაფიქრდა ჰერმიონი_ან აქ რატო ვარ, რატომ წამომიყვანე საერთოდ, რა გინდოდა_ჰერმიონი დრაკოს მიუბრუნდა

_მის გრეინჯერ, შუა დერეფანში დაიძინეთ და მთელი სკოლის დასაცინი თუ გინდოდათ გამხდარიყავით გეთქვათ და დაგტოვებდით იქ_დაგესლა მალფოიმ

_ნუ ბოდავ, მე ამას არასდროს გავაკეთებდი

_ნუთუ_თქვა მალფოიმ საწოლზე დახტა, ხელები თავქვეშ ამოიდო და ჭერს მიაშტერდა_უცებ თითქოს რაღაც გაახსენდა და თვალები აატრიალა

_ჯანდაბა,მემგონი ვიცი ეს ყველაფერი რასაც ნიშნავს_და რას ნიშნავს_ჩაეკითხა ჰერმიონი

დრამიონი/მაპატიე სიყვარულისთვის (დასრულებული)Where stories live. Discover now