ომი დამთავრდა... ვოლდემორი საბოლოოდ განადგურდა... ცხოვრება თითქოს ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ყოველ შემთხვევაში მაგლებისს და ,,ჩვეულებრივი" ჯადოქრებისთვის ასე იყო. დერსლებიც კი დაბრუნდნენ პრაივეტ დაივის ქუჩაზე. ჯადოქრულ სამყაროში სიმშვიდე სუფევდა. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ,,ჩვენ რომ ვიცით ის" არ უხსენებიათ. არც არავის უნდა გაიხსენოს ის დღეები, როცა მთელი ჯადოქრული სამყაროს, და არამარტო ჯადოქრულის, არსებობა საფრთხის წინაშე იდგა. ერთი შეხედვით, ვოლდემორის სიკვდილის შემდეგ, თუ იმას სიკვდილი ერქვა, თითქოს, ყველაფერი კალაპოტში ჩადგა, თუმცა არა ყველასთვის. არსებობდნენ ხალხი, ვისაც ომმა უდიდესი ტკივილი მოუტანა და ამ ტკივილის დავიწყება არც ისე მარტივი, შეიძლება ითქვას შეუძლებელიც კი, იყო. ბევრმა დაკარგა ოჯახის წევრი, მეგობარი, დედა თუ მამა.
ომის კვალი ეტყობოდა ერთ დროს დიდებულ ციხე-სიმაგრეს, უზადოდ ნაშენებ კედლებს, ჯადოქრების სამყაროს ერთ-ერთ მთავარ სკოლას, ჰოგვორტსს. მისი აღდგენა ბოლომდე ვერ მოეხერხებინათ, მაინც მოჩანდა აქა-იქ ჩამოშლილი კედლები, თუმცა ღამ-ღამობით პატარა კოშკურებიდან მაინც გამოსჭვიოდა იმედის მომცემი სინათლე, რომელიც სკოლას ძველი დიდების დაბრუნებას უქადდა. მიუხედავად რთული მდგომარეობისა, ჰოგვორტსს კვლავ ფართოდ ჰქონდა კარი ღია ახალგაზრდა ჯადოქართათვის.ჩვენი ისტორიის სიუჟეტი სწორედ ომის შემდგომ ჰოგვორტსში ვითარდება.
ჰარიმ ჰერმიონმა და რონმა ჰოგვორტსში დაბრუნება და სწავლის დასრულება გადაწყვიტეს. რა თქმა უნდა პირველ რიგში მრუდე ქუჩაზე წასვლა იყო საჭირო თუმცა არც ერთი არ იყო ისეთი ბედნიერი როგორც ადრე. უისლების ოჯახი ჯერ კიდე ვერ შესჩვეოდა ფრედის დაკარგვას. ძველებური სიხალისე დაკარგა ბუნაგმა, მისტერ და მისის უისლებმა. ყველაზე მეტად კი ჯორჯს უჭირდა ტყუპი ძმის გარეშე ცხოვრება. რონის ჰოგვორტსში გამგზავრება სწორედ მისი უისლის იდეა იყო, მისი აზრით რონი ასე უფრო გადაიტანდა ომის მძიმე შედეგებს. ჰარი პრაივიტ დრაივზე აღარ დაბრუნებულა მას შემდეგ რაც იქედან წამოვიდა დანარჩენ 6 ჰარისთან ერთად. მთელი ზაფხულის განმავლობაში ჯადოქრულ სამყაროში მოგზაურობდა და ასე ცდილობდა მომხდარის ცოტა ხნით მაინც დავიწყებას. რაც შეეხება ჰერმიონს, მან მოძებნა მშობლები, დიდი წვალების და გარჯის შემდეგ შეძლო მათთვის მეხსიერება აღედგინა, თუმცა ვერ გაბედა ეთქვა სამყაროს ყველაზე საშიშ ჯადოქართან საბრძოლველად წავედი და იმიტომ წაგიშალეთ მოგონებებიო, ამიტომ დააჯერა რომ უბრალოდ შელოცვის გამოცდა უნდოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ შელოცვა ცუდად შემობრუნდა და ასეთი შედეგები მოჰყვა.
أنت تقرأ
დრამიონი/მაპატიე სიყვარულისთვის (დასრულებული)
أدب الهواة,,ბოლოს და ბოლოს ბედნიერება ვიგრძენი... სიყვარული ვიგრძენი... და ეს მხოლოდ შენი დამსახურებით, არ მინდა ჰერმიონ... არ მინდა დაგკარგო"