თავი XI

60 5 17
                                    

8 საათი შესრულდა თუ არა ჰერმიონი მაშინვე ფეხზე წამოხტა და მოემზადა.

შემდეგ კი გადაწყვიტა რახან მალფოი გაღვიძებას არ აპირებდა თავად შეეკრიბა გუნდი. ა

მასობაში დრაკომაც ინება და გამოფხიზლდა. მაგრამ როგორც კი თვალი გაახილა მაშინვე გაახსენდა ტურნირის ამბავი და სულ მოთქმით ადგა საწოლიდან , უფრო სწორად ააღწია საწოლიდან და გაემზადა.

გარეთ გავიდა და მალე სლიზერინის კართან მდგომ ჰერმიონს მოჰკრა თვალი.

_ოჰ... გრეინჯერ, რა მოხდა ჩემ გარეშე ყოფნა ისე გიჭირს უკვე მაკითხავ კიდეც..._გაიცინა დრაკომ და აჩეჩილ თმა გაისწორა.

_ნუ სულელობ, ჩო და და ოლივერი გარეთ გველოდებიან, მალე ტურნირი დაიწყება ამიტომ კეთილი ინებე და ფეხი გამოადგი.

დრაკომ თვალები აატრიალა და მთქნარებით გაჰყვა ჰერმიონს.

ჩო და ოლივერი უკვე გამოწყობილები დახვდნენ ახალმოსულებს, იქვე იყვნენ დანარჩენი მონაწილეებიც, ოთხივე გუნდი მწკრივზე დალაგდა. მალე მაკგონაგელმა ყველას ჩამოუარა და კაპიტნებს გულსაბნევები დაამაგრა.

ჰოგვორტსის ეზოში უამრავი ხალხი შეკრებილოყო, მოსწავლეები მასწავლებლები ჰოგსმიდელები

მაკგონაგელი ტრიბუნასთან გამოვიდა თავისი ზურმუხტისფერი მანტიით, ყელზე ჯოხი მიიბჯინა და წარმოთქვა_ სონორუს_შემდეგ კი მისი ხმა თითქოს გაათმაგდა_მოგესალმებით ყველას_მიმართა მან აუდიტორიას_წუთიწუთზე ტურნირი დაიწყება, შეგახსენებთ გუნდებს, ესენია ,,ფენიქსი'', კაპიტანი ბლეზ ზაბინი, გუნდი ,,ლოტუსი" კაპიტანი რონალდ უისლი. გუნდი ,,ნარგლი'' კაპიტანი ნევილ ლონგბოტომი და ბოლოს, გუნდი ,,ვაიპერი"_ამ სახელი გაგონებაზე დრაკომ ამაყად ჩაიღიმა რაც არ გამოპარვია ჰერმიონს და მხარი მიჰკრა გვერძე მდგომ ბიჭს_მისი კაპიტანია დრაკო მალფოი. პირველი დავალებაა იპოვოთ ზურმუხტისთვლიანი ბეჭედი, რომელიც ისეთ ადგილასაა სადაც არც წმინდა სისხლი და არც მაგიური ლიტერატურა დაგეხმარებათ. ეს ის დავალებაა სადაც მხოლოდ თქვენს ლოგიკას გონებასა და ინტუიციას უნდა მიენდოთ. ბეჭედი იქაა სადაც არაერთხელ ხართ ნამყოფი. იქ შესვლა უმეტესად დიდად არ გიხაროდათ, რადგან კარგს არაფერს მოელოდით. თუ პოვნას ვერ შეძლებთ შეგიძლიათ პროფესორ სპრაუტთან მიბრძანდეთ და დამატებითი მინიშნება მიიღოთ. თუმცა იმ გუნდს რომელიც მინიშნების გარეშე ამოხსნის დავალებას პრივილეგია ექნება.ახლა კი... წარმატებები, პირველი ტური მაშინ დასრულდება როცა სამი გუნდი ბეჭედს იპოვის.

დრამიონი/მაპატიე სიყვარულისთვის (დასრულებული)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang