გათენდა თუ არა გრიფინდორის კოშკი ახმაურდა, ზოგი საუზმეს ელოდა, ზოგს კი ჯერაც ვერ მოესწრო საყიდლებზე წასვლა და ჰოგსმიდში მიიჩქაროდა საღამოს მეჯლისისთვის მოსამზადებლად.
_ჰერმიონ ადექი გაიღვიძე_ანჯღრევდა ჯინი მძინარე გოგოს
_მაცადე რა მეძინება_ძლივსგასაგონად ბურტყუნებდა ჰერმიონი
_ადექი უბრალოდ შეხედე ამას, მერლინ რა სილამაზეა_ჯინის აღფრთოვანებულმა ხმამ ჰერმიონი გამოაფხიზლა, გოგონა საწოლზე წამოჯდა. მის წინ ლამაზ ყუთში შეფუთული სწორედ ის კაბა იდო რომელიც ჰოგსმიდში მოეწონათ
_ეს... ეს... რას ნიშნავს ვერ გავიგე_სიტყვებს ვერ პოულობდა გაოცებული ჰერმიონი
_არ ვიცი ეს კონვერტი მოყვა მაგრამ გახსნა ვერ გავბედე.
ჰერმიონმა დაგულდაგულოდ დალუქული კონვერტი გახსნა, შიგნით კი ლამაზი კალიგრაფიით ეწერა:
ჰერმიონ, იმედია მოგეწონება, მინდა რომ ამაღამ მეჯლისზე ჩემთან ერთად წამოხვიდე, თუ თანახმა იქნები რა თქმა უნდა
დრაკო_მელინ მიშველე_გაოცდა ჯინი- რას აპირებ_თვალებში ჩააშტერდა გოგონას
_აა.... არ ვიცი_დაიბნა ჰერმიონი
_რას ნიშნავს არ იცი ჰერმიონ, მისმინე, ვიცი ვამბობდი რომ მალფოი ნაძირალა და ნაგავია, მაგრამ მგონი მართლა უყვარხარ, გუშინ შენზე ერთი სლიზერინელი ისე ლაპარაკობდა, კინაღამ სახე გავუერთიანე სანამ..._ჯინიმ ჩაიცინა_მალფოი არ გამოვარდა და ისეთი უთავაზა, რომ 100 ქულიანი ჯარიმა აირტყა სლაგჰორნისგან, იცი რას დაამსგავსა ის ბიჭი?
_მართლა?... შენი აზრით მართლა ვუყვარვარ?
_ჰო, ჰერმიონ შეიძლება თავიდან მხოლოდ ფიცის გამო იქცეოდა ისე მაგრამ მის თვალებში ამდენი სითბო არასდროს დამინახავს, თვალები უციმციმებდა ხოლმე როცა გხედავდა.
_ჯინ, ვხედავ რომ ის შეიცვალა მაგრამ...
_იქნებ ერთ შანსს იმსახურებს
VOCÊ ESTÁ LENDO
დრამიონი/მაპატიე სიყვარულისთვის (დასრულებული)
Fanfic,,ბოლოს და ბოლოს ბედნიერება ვიგრძენი... სიყვარული ვიგრძენი... და ეს მხოლოდ შენი დამსახურებით, არ მინდა ჰერმიონ... არ მინდა დაგკარგო"