თავი XVII

48 4 4
                                    

ჰერმიონმა ლოგინზე მწოლიარე სისხლით მოთხვრილი მალფოი დაინახა, მისი უამრავი ჭრილობიდან სისხლი შეუჩერებლად მოდიოდა და მადამ პომფრი ამაოდ ცდილობდა მის შეჩერებას.

ჰერმიონი გაშეშდა. ნანახმა თავზარი დასცა მაგრამ როგორც კი გონს მოეგო პომფრისთან მივიდა.

_რა დაემართა_აკანკალებული ხმით ჰკითხა გოგონამ_რა სჭირს, ეს ვინ ჩაიდინა

_არ ვიცი ძვირფასო, ასტრონომიის კოშკში იპოვა ერთ_ერთმა მეორეკურსელმა და დაბლა ჩამოიყვანა._ეს რაღაც წყევლას ჰგავს, სისხლდენას ვერაფრით ვაჩერებ, დირექტორი ბიბლიოთეკაშია და ეძებს იქნებ რამე კონტრშელოცვა არსებობდეს. ასე თუ გაგრძელდა სისხლისგან დაიცლება და დავკარგავთ._თავს დატრიალებდა ქალი მალფოის და უკვე მერამდენედ გაწითლებულ დოლბანდს უცვლიდა.

ჰერმიონი საშინლად ანერვიულდა. რაღაც უნდა გაეკეთებინა, აცრემლებილი გაიქცა და სასწრაფოდ ჯინი იპოვა.

_ჯინ მალფოი... ის კვდება... ალბათ პარკინსონმა რაღაც დამართა, დრო ცოტა გვაქვს

_ჯინი ხმას არ იღებდა_ჯინი გესმის?

_დაიყვირა აკანკალებულმა ჰერმიონმა

_მაპატიე ჰერმიონ_აქვითინდა გოგონა_ჩემი ბრალია, არაფერი არ უნდა მეთქვა, მაპატიე გთხოვ

_რა?...- ჯინი რა ჩაიდინე_ჰერმიონს ხმაში ეჭვი შეეპარა

_ჰარიმ მკითხა რა სჭირსო და მეც მოვუყევი... მაპატიე გთხოვ_ტირილს აგრძელებდა ჯინი

_რა.... ეს ჰარიმ ჩაიდინა?!

_მისი შეჩერება ვერ შევძელი, ძალიან გაბრაზდა... მაპატიე ჩემი ბრალია გთხოვ

_სად არის, ჰარი სად არის_ხმა გაუმკაცრდა გოგონას

_საპირფარეშოში.

ჰერმიონი საპირფარეშოსკენ გაიქცა და ცხვირგატეხილი ბიჭი შეეჩეხა წინ

_ჰარი!

_ჰერმიონ..._დაიბნა ჰარი

_ეს როგორ შეგეძლო, ეს როგორ გააკეთე_თვალები აუწყლიანდა ჰერმიონს და ხმა აუკანკალდა

დრამიონი/მაპატიე სიყვარულისთვის (დასრულებული)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang