_ჰერმიონ.... რა გჭირს... გაიღვიძე ჰერმიონ...._ჯინი ოფლში მცურავ და ცრემლით სახედასველებულ ჰერმიონს ანჯღრევდა_კოშმარი გესიზმრა?
ჰერმიონმა თვალი გაახილა
_მე... კოშმარი.... რაღაც დამესიზმრა... დრაკო.... დრაკო... მოკლესს.. _ თქვა ჰერმიონმა და აქვითინდა
ჯინიმ გულში ჩაიკრა მეგობარი
_ეს მხოლოდ სიზმარი იყო ჰერმი, მხოლოდ სიზმარი_ამშვიდებდა ჯინი და მაგრად ეხუტებოდა.
_დრაკო სადაა? სად არის... მისი ნახვა მინდა, უნდა ვნახო..._წრიალებდა ჰერმიონი
_არ ვიცი და არც მაინტერესებს ეგ ნაგავი სადაა_გაცხარდა ჯინი
_მისი ნახვა მინდა... ახლავე_ჰერმიონმა პლედი მოიფარა და გარეთ გავარდა
_მოიცადე ჰერმიონ_გარეთ გამოვიდა ჯინიც_არ ღირს, არ იმსახურებს შენს ყურადღებას, ხომ გაიგე შენთან ასეთი მხოლოდ გაუტეხელი ფიცის გამო იყო გესმის?
_ვიცი ჯინი, მაგრამ თუ საფთხეშია ვერ დავუშვებ რამე მოუვიდეს
_ჯანდაბაშიც წასულა_ჩაილაპარაკა ჯინიმ
_არა უნდა მოვძებნო სად იქნება იქნებ დიდ დარბაზში.წვეულება დასრულდა?
_არა ჯერ, გინდა ჩავიდეთ?
_ჰო უნდა ჩავიდე, თან ბიჭებს ვნახავ_თქვა ჰერმიონმა და თმა შეისწორა
გოგოებმა მალე ჩაირბინეს კიბე და გრეით ჰოლში შევიდნენ, მათ დანახვაზე დარბაზი მქუხარე ტაშმა და შეძახილებმა მოიცვა.
ჰერმიონი და ჯინი მაშინვე გრიფინდორის მაგიდას მიუჯდნენ, სადაც რონი და ჰარიც მოკალათებულიყვნენ.
_როგორ ხარ ჰერმიონ_გადაეხვია ჰარი
_აა.... კარგად_ უპასუხა ჰერმიონმა
_გილოცავ გამარჯვებას ჰერმიონ, მიხარია_მიულოცა რონმა და უზარმაზარი ლუკმა გადაყლაპა
_გმადლობთ_თქვა ჰერმიონმა და სლიზერინის მაგიდისკენ გააპარა თვალი, ბლეზი და სხვა სლიზერინელები მხიარულობდენენ თუმცა დრაკო არ ჩანდა.
YOU ARE READING
დრამიონი/მაპატიე სიყვარულისთვის (დასრულებული)
Fanfiction,,ბოლოს და ბოლოს ბედნიერება ვიგრძენი... სიყვარული ვიგრძენი... და ეს მხოლოდ შენი დამსახურებით, არ მინდა ჰერმიონ... არ მინდა დაგკარგო"