_გაიღვიძე გრეინჯერ, ხომ გაგაფრთხილე, უკვე თითქმის 9 საათია, ადექი ძილის დრო არაა
_მაცადე რა მალფოი_ წაიბურტყუნა ნახევრადმძინარმა და გვერდი იცვალა
_ადექი გზა უნდა გავაგრძელოთ, ვინ იცის ამ დაწყევლილ ტყეში რამდენი ხანი უნდა ვიყოთ.
_ოოოჰ, გადი და ავდგები_დივანზე წამოჯდა გაჩეჩილი ჰერმიონი.
დრაკო იქაურობას გაეცალა და გარეთ გავიდა, ჩო და ოლივერი მზად იყვნენ. ყველა ჰერმიონს ელოდა.
_ვერ იღვიძებს არა?..._ იკითხა ჩომ
_რას გაიღვიძებს,გუშინ ღამის გათევა მომინდომა_თქვა დრაკომ და კარავს თვალი შეავლო_მადლობა მერლინს,როგორც იქნა_თვალები აატრიალა მალფოიმ. როცა მომავალი ჰერმიონი დაინახა
_მოკეტე_შეუღრინა ჰერმიონმა და დაამთქნარა
_კარავი აკეცე და წავიდეთ_თქვა დრაკომ და ჩანთამოკიდებული ბილიკს გაუყვა.
ჰერმიონმა ჯოხი აიქნია, კარავი დაიშალა და გოგონას ჩანთაში მოთავსდა. ყველანი გზას გაუყვნენ. უცებ ფეხის ხმა გაიგონეს მაგრამ ირგვლივ არაფერი ჩანდა.
_ხეზე ავალ, თქვა ჩომ, და ხეზე აცოცება დაიწყო_იქედან უკეთ დავინახავთ._მოულოდნელად ტოტი მოტყდა და თითქმის უკვე კენწეროში ასული ჩო ძირს დაეცა.
_ჯანდაბა, ჩო, როგორ ხარ_ეკითხებოდა ჰერმიონი მიწაზე გართხმულ გოგონას რომელიც ტკივილისგან იგრიხებოდა და ხელით ფეხზე უთითებდა.
ჰერმიონმა ჩოს ფეხს დახედა.
_მოტეხილია. ელექსირი მაქვს მაგრამ ვერ გავრისკავ, ნიშანი უნდა მივცეთ_უთხრა დრაკოს
_მაგრამ.... ჰო კარგი_დრაკომ ჯოხი ზევით აღმართა, და ცაში წითელმა მაშხალამ იფეთქა.
რამდენიმე წამში მაშველი რაზმი აპარაციით ტყეში გაჩნდა და ჩო წაიყვანა. მალე შემცვლელს ვიპოვითო დაიბარეს და ისევე სწრაფად გაქრნენ როგორც გაჩნდნენ.
YOU ARE READING
დრამიონი/მაპატიე სიყვარულისთვის (დასრულებული)
Fanfiction,,ბოლოს და ბოლოს ბედნიერება ვიგრძენი... სიყვარული ვიგრძენი... და ეს მხოლოდ შენი დამსახურებით, არ მინდა ჰერმიონ... არ მინდა დაგკარგო"