თავი IV

70 6 14
                                    

დილას 7 საათზე ჰერმიონი უკვე ფეხზე იყო და საძინებელში ბოლთას სცემდა

-ამას არ შევარჩენ, რაღაც უნდა მოვიფიქრო, დღეს ტრანსფიგურაცია სლიზერინთან ერთად გვაქვს, თუ მოვახერხე და დრაკოს ჯოხს შელოცვა დავადე, ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოვა-ჰერმიონმა ბოროტად ჩაიღიმა- დამელოდე მალფოი, განახებ როგორ უნდა ჩემი გაცურება. ჯინიიი, ადექიი, მალეე, მალე ჩაიცვი უნდა ჩავიდეთ

-რა მოხდა ჰერმიონ- ნახევრადმძინარი ჯინი საწოლზე წამოჯდა, დაამთქნარა და თვალების სრესა დაიწყო.

-მალფოიზე შური უნდა ვიძიო

-აა ჰოო კაია, მარა მე რა გავაკეთო- ჯინიმ ტავი იდაყვს დააყრდნო და თვალები მილულა

-მისმინე და ნუ გეძინება უკვე 9 საათია- ეუბნებოდა ჰერმიონი და თან ანჯღრევდა გოგოს

-კარგი რა ჰერმიონ ცხრა კი არა ჯერ 7 საათია, დამაძინე რა...

-არააა, მალე ადექი უნდა ჩავიდეთ. ჰერმიონმა ლამის ძალით ,,წაათრია" ჯინი დიდ დარბაზში

-დილამშვიდობისა-მომღიმარი მიესალმა მეგობრებს გრეით ჰოლში ჩასული ჰერმიონი

-ჰერმიონ ასე რამ გაგამხიარულა-ჰკითხა გაკვირვებულმა ჰარიმ

-მალფოის ჭკუას ვასწავლი, ბოლოს და ბოლოს ეცოდინება ვისთან აქვს საქმე -ამაყად უპასუხა გოგონამ

-და მაინც როგორ აპირებ მაგას გრეინჯერ?...-ჩაიცინა დრაკომ, რომელიც ჰერმიონის უკან იდგა და ხითხითებდა

-მალფოი... შენ რა მითვალთვალებ...-გაოცდა ჰერმიონი

-არც იფიქრო, უბრალოდ იმისთვის მოვედი რომ მაკგონაგელის დანაბარები გადმომეცა. შეჯიბრი ერთ კვირაში დაიწყება, გუნდი შეკრიბე და წესებს აგიხსნით- უთხრა დრაკომ და სლიზერინის მაგიდისკენ წავიდა

-გუნდი შეკრიბე და წესებს აგიხსნით- აჯავრებდა ჰერმიონი- ვითომ ესეც არ მყავდეს მინისტრი...იდიოტი...-ჩაიბურტყუნდა გოგონამ და ჯინის გვერდით მიუჯდა

დრამიონი/მაპატიე სიყვარულისთვის (დასრულებული)Onde histórias criam vida. Descubra agora