თავი VIII

75 5 22
                                    

ჰერმიონმა თვალი საავადმყოფოს ფლიგელში გაახილა, გარშემო ხალხი ირეოდა, ავადმყოფებს თავს დასტრიალებდნენ, იქვე საქმიანობდა დრაკო, მიუხედავად იმისა რომ გოგონას თავი საშინლად სტკიოდა დრაკოს ცოცხით დანახვამ მაინც გაამხიარულა.

ჰერმიონს თავიც გადახვეული ჰქონდა, ეტყობოდა თავიც დაარტყა და ამიტომ დაკარგა გონება

-ოჰ... მძინარე მზეთუნახავსაც გამოუღვიძია-დრაკო ჰერმიონის საწოლს მოუახლოვდა

-რამდენ ხანს მეძინა

-ჰერმიონმა ხელის გულით თვალების სრესა დაიწყო

-ორი თვე- უემოციოდ უთხრა ბიჭმა

-რა... ორი თვე... ტურნირი... მაგიის ისტორიაში თემა დამრჩა დასაწერი...-ჰერმიონი უცებ წამოჯდა საწოლზე, მაგრამ თავბრუ დაეხვა და უკანვე ჩაეპერტყა

-დამშვიდდი გრეინჯერ- სიცილით კვდებოდა მალფოი-სულ სამი საათია გძინავს

-გადი მალფოი შენღა მაკლიხარ

-მის გრეინჯერ... გონს მოხვედით, როგორ ხართ

-თავს დააცხრა მადამ პომფრი ახლადგამოღვიძებულ ჰერმიონს

-არ ვიცი... თავი მტკივა და ხელი...-ჰერმიონმა თავის მოტეხილ მაჯას დახედა

-მაგას არაუშავს რამდენიმე დღეში ესეც გაგივლით, მთავარია ტვინის დაზიანება ავიცილეთ თავიდან, არ დაგიმალავთ და არ მეგონა ასე მალე თუ მოხვიდოდით გონს, საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღეთ თავზე

-რამე მნიშვნელოვანი გამოვტოვე?

-ნუ ღელავთ მის პარკინსონი ბეწვზე გადარჩა გარიცხვას, მის გამო სლიზერინს 200 ქულა დააკლდა.ახლა კი შეჯიბრის გამო იძულებული ვარ განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაგიყვანოთ, გაკვეთილებს არ დაესწრებით, აქ იქნებით და მალფოი მოგივლით

-რა...-შეიცხადა მალფოიმ, რომელიც ბუზღუნით ალაგებდა ელექსირებს პომფრის მაგიდაზე

დრამიონი/მაპატიე სიყვარულისთვის (დასრულებული)Where stories live. Discover now