გახსნა და ხელში ულამაზესი გულის ფორმის კულონი შერჩა, გოგონამ კულონი გახსნა და შიგნით ერთ ნახევარზე თავისი ფოტო დახვდა, მეორე კი ცარიელი იყო.
პერგამენტზე, რომლითაც კულონი შეეფუთათ ეწერა ,, გრეინჯერს მალფოისგან, უი ჰო უისლის ფოტო ვერ ვიშოვე.
პ.ს. ესაა საჩუქარი და არა ის უგემოვნო რაღაც"_მალფოი?..._გაოცებისგან პირი დააღო ჰერმიონმა და ჩვეული თბილი ღიმილით დახედა კულონს._მართლა ლამაზია ხო იცი.გოგონამ გადაწყვიტა ჟაკეტი მალფოისთვის მოგვიანებით დაებრუნებინა თანაც საშინლად ეძინებოდა.
კი ეძინებოდა მაგრამ მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, ხან ტყის ამბები ახსენდებოდა, ხან ხვალინდელი დღეზე ნერვიულობა შებოჭავდა მის გულს, ხან კი კულონი და მალფოი ახსენდებოდა და საწოლში მოკალათებულს უაზროდ ეღიმებოდა.
მალფოიზე ფიქრში ისე ჩაეძინა ვერც კი გაიგო. დილას ჯინი დააცხრა თავზე._გაიღვიძე ჰერმიონ მალე, ადექი დაგაგვიანდება საუზმეზე_გაჩეჩილი ჰერმიონი საწოლზე წამოჯდა, საათს დახედა და ნახა რომ მართლა ძალიან აგვიანდებოდა, სასწრაფოდ დატრიალდა გაემზადა, დრაკოს ჟაკეტი აიღო, ნაჩუქარი კულონი გაიკეთა და ძირს ჩაირბინა.
ჰოლში როგორც ყოველთვის ნამდვილი ჟრიამული იყო, ყველა იცინოდა, ხუმრობდა. ერთი სიტყვით სოცოცხლე ჩქეფდა ჰოგვორტსში. ჰერმიონს უცებ ჟაკეტი გაახსენდა და თვალებით მალფოის ძებნა დაიწყო.
დრაკოს ამ დროს უზარმაზარი ღვეზელი ეჭირა და ზაბინს რაღაცაზე ეკამათებოდა.
ჰერმიონი სლიზერინის მაგიდას მიუახლოვდა
_მალფოი შეიძლება ერთი წუთით
_გაგიმარჯოს გრეინჯერ, ზაბინ ახლავე დავბრუნდები_დრაკო მაგიდას მოშორდა
_გისმენ გრეინჯერ რა მოხდა
_არაფერიც არ მოხდა, აიღე შენი ჟაკეტი, გუშინ დამავიწყდა მოცემა_უხასიათოდ უთხრა ჰერმიონმა და ჟაკეტი გაუწოდა
ESTÁS LEYENDO
დრამიონი/მაპატიე სიყვარულისთვის (დასრულებული)
Fanfic,,ბოლოს და ბოლოს ბედნიერება ვიგრძენი... სიყვარული ვიგრძენი... და ეს მხოლოდ შენი დამსახურებით, არ მინდა ჰერმიონ... არ მინდა დაგკარგო"