საშინლად განაწყენებულ და გაბრაზებულ ჰერმიონს მადამ პომფრისთვის არც შეუხედავს ისე გადაიცვა ექთნის წინსაფარი და პაციენტებისკენ გაემართა, მადამ პომფრიმ შეატყო ყველაფერი რიგზე ვერ იყო და იფიქრა ამაში უეჭველად დრაკოს ხელი ურევიაო
-საღამომშვიდობისა მადამ...-ჰერმიონს რა აწყენინე
-წარბისაწევით შეეკითხა დრაკოს,რომელიც ვითომ აქაც არაფერი სახით იყურებოდა
-მე?... მე არაფერი დამიშავებია, ალბათ დაღლილობის ბრალია
-ნუ მასწავლით მისტერ მალფოი დაღლილობის და გაბრაზების ნიშნებს კარგად ვარჩევ, იცოდეთ თუ შევატყობ რომ რაღაც აწყენინეთ თვალის დახამხამებაში გავარიცხინებ თქვენს თავს მინერვას
-დაემუქრა მადამ პომფრი და მაშინვე მოშორდა
-აჰ... ჯანდაბა-ჩაილაპარაკა დრაკომ და ჰერმიონისკენ წავიდა
-გრეინჯერ, მისმინე არც მე მიხარია რაც მოხდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა როგორმე უნდა მომეშორებინა, მისი გაძლება უკვე შეუძლებელია, აუტანელია, როცა ვხედავ მინდა რომ რამე შელოცვა ვესროლო და გომბეშოდ გადავაქციო, თუმცა ისეც გომბეშოა...
-მისმინე მალფოი-მოუბრუნდა ჰერმიონი ბიჭს-მე შენი სათამაშო არ ვარ. ვინც გინდა ის იპოვე და ისე მოიშორე პარკინსონი, ანდა ერთად იყავით ორივე შეეფერებით, საშინლად აუტანლები და ეგოისტები ხართ
- ჰერმიონი ფლიგელიდან გავიდა,დრაკო კი ცოტა არ იყოს გაოცებული დარჩა ჰერმიონის პრინციპულობით.
იმ ღამეს მალფოის მარტოს მოუწია ყოფნა ფლიგელში, რადგან ჰერმიონმა პომფრისგან საერთო ოთახში დაძინების უფლება მიიღო. ამიტომ დრაკოს მოუწია მადამ პომფრის დავალებების შესრულება, ის კი როგორ არ აწვალებდა ბიჭს, ჯერ იყო და ყველა ელექსირი საწყობში ჩაატანინა და მერე რაღაც მოიმიზეზა და უკან ამოატანინა, მერე მთელი ფლიგელი დაალაგებინა.
YOU ARE READING
დრამიონი/მაპატიე სიყვარულისთვის (დასრულებული)
Fanfiction,,ბოლოს და ბოლოს ბედნიერება ვიგრძენი... სიყვარული ვიგრძენი... და ეს მხოლოდ შენი დამსახურებით, არ მინდა ჰერმიონ... არ მინდა დაგკარგო"