დილა. ნანატრი შვებულება. მხოლოდ ამ დროს არის ხოლმე დილა ბედნიერი. ყველა პატარა ადრე იღვიძებს ხოლმე და დონგუკიც არ იყო გამონაკლისი. დაღლილ მშობლებზე ადრე გაღვიძებული პატარა, კიდევ დიდხანს იჯდა საწოლზე და სათამაშო კურდღელს ეთამაშებოდა. ჯონგუკს ზურგზე ეძინა, გაშლილი ხელებით და თავი ბავშვისკენ ჰქონდა მიტრიალებული, იონჯუნი კი გვერძე იწვა მშვიდი სახით, როგორც ჩანს კარგ სიზმარს ხედავდა. დონგუკი საწოლიდან ჩამოხტა, ჩაიცვა ფეხზე როგორც დედამ ასწავლა და სძინებლიდან გავიდა.
თითქმის ყველა მემბერს უკვე გაეღვიძა და თვალების ფშვნეტით დადიოდნენ ოთახებში. როგორც კი იუნგი ადგა და დერეფანში გამოვიდა, დონგუკი დაინახა
- ჰეი- თბილმა ღიმილმა მაშინვე დაამშვენა რეპერის სახე. ჩაიცუცქა და ხელები გაშალა ბავშვის ჩასახუტებლად- წამოდი ერთად დავიბანოთ სახე, მეც შენსავით ახლა გავიღვიძე- ბიჭმა მოუღიტინა მუცელზე, რაზეც პატარამ საყვარლად ჩაიცინა და უფროსი ბიძის მხრებს ჩამოეკიდა.
იუნგი სააბაზანოსკენ დაიძრა, ხელი კისერზე მჯდომ ბავშვზე ეკიდა და მისაღებს ჩაუარა, სადაც დანარჩენები დადიოდნენ.
ძილბურანში მყოფი ახალგაზრდები საყვარლად და ამავდროულად სასაცილოდ გამოიყურებოდნენ. სუფთა სახეები, გრამი კოსმეტიკის გარეშე, კიდევ უფრო საყვარლად და ჩვეულებრივი ადამიანების მსგავს აჩენდა. წვენის დასხმის დროს, ჰოსოკმა პირველმა შეამჩნია, რომ ორი ადამიანი არ ჩანდა.
- ჯონგუკს თავის ოთახში ეძინა?- აათამაშა მან წარბები და ჭიქა, ტუჩებთან მიიტანა.
ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს, ხანმოკლედ და უხრხულად ჩაიცინეს და მალევე ამ თემაზე საუბარი შეწყვიტეს.
იონჯუნმა პირველმა გაახილა თვალები და თავის წინ ჯონგუკი დაინახა, რომელიც იმდენად ახლოს იყო, რომ შერცხვა. მაშინვე გონს მოვიდა, ფრთხილად წამოდგა და ცდილობდა მაქსიმალურად ჩუმად ემოძრავა. დონგუკი არ ჩანდა, თუმცა ამის გამო არ ნერვიულობდა, რადგან მშვენივრად იცოდა, რომ სახლში კიდევ ექვსი ადამიანი იყო, რომლებიც აუცილებლად მიხედავდნენ ბავშვს.
YOU ARE READING
DNA •ქართულად•
Romanceორიგინალი/Original https://ficbook.net/authors/2579704 .................... მას ჰყავს სამი წლის შვილი ჯონგუკისგან, მაგრამ ისინი დიდიხანია ერთად აღარ არიან. გრძნობები აღარ აქვთ. ის აიდოლია, რომელიც ჩაძირულია თავის რუტინაში, ყოველდღიურ კონცერტებში და...