ბონუს თავი

414 38 25
                                    


<POV იონჯუნ>


კაშკაშა მზე ანათებდა ოთახს. უკვე მერამდენედ. აქ ყოველთვის მყუდრო იყო, ქალაქგარეთ. კიდევ ერთი თბილი თვე, მაისი იყო ქუჩაში აყვავებული. ჩვენი საძინებელი ასეთივე იყო, ღია, პასტელის ფერებში, შემოსულებს თვალებს არ ჭრიდა. ყურადღებას მაშინვე იქცევდა დიდი ფანჯარა უკანა ეზოში გასასვლელით, სადაც ბავშვები თამაშობდნენ და თოვლივით თეთრი ძაღლი დარბოდა.

მახსოვს... ასსეთივე თბილი დღე, როცა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფას ადამიანს შევხვდი. მაშინაც სუფთა ჰაერი მანიშნებდა გავსულიყო გარეთ, სადაც ის იდგა - ჯონ ჯონგუკი.


- ბებიაა...!- მოისმა ბავშვის ხმა მეზობელ ოთახიდან.

- რა მოხხდა?- ნელა მივუახლოვდი მას, თან თეთრ თმას ვივარცხნიდი.- რა, ისევ დაგავიწყდა ძაღლისთვის გეჭმია?- გავიღიმე მე და გაჭირვებით წამოვდექი ფერებზე საწოლიდან.


- არა, ბებია- ხელი დამიქნია მან- ამჯერად არ დამვიწყებია. დედა გეძახის ჩაიზე!

სწრაფად გაიქცა, ისე, რომ უკან მოხედვაც ვერ მოვასწარი. ქუჩაში ტალავერისკენ მიმავალმა დავინახე, რომ ყველა ჩემი შვილი და შვილიშვილები შეკრებილიყვნენ.


-დონგუკი სად არის? - კიდეზე მჯდომმა ხელჯოხი გვერდით გადავდე. ბავშვები უკვე ტკბილეულს მიირთმევდნენ და ცელქობდნენ, რისთვისაც შემდგომ მათ დედა ეჩხუბებოდა.

- საქმეს სამსახურში ამთავრებს, კომპანიაში... - ჩემი ქალიშვილი დაღლილი ჩამოჯდა მეორე მხარეს, მძიმედ სუნთქავდა და თბილად მიღიმოდა.- მან თქვა, რომ ნებისმიერ წუთს აქ იქნება


- აა...- მხოლოდ ეს წარმოვთქვი და თან შვილიშილებს ვუთვალთვალებდი.

- ბავშვებო ნუ ხმაურობთ, აი ბებიას თქვენგან თავი ასტკივდა!


ისინი აგრძელებდნენ ჭამას და თამაშს. ვუყურებდი ჩემს ზრდასრულ ქალიშვილს, რომელიც ასევე დედა გახდა და ახლა საკუთარ ოჯახზე ზრუნავს, ისევე როგორც დონგუკი.

DNA •ქართულად•Where stories live. Discover now