თავი 8. მზრუნველობა

388 36 41
                                    

ჯონგუკი, იონჯუნის ლოგინში იწვა, ჭერს უყურებდა და ხელები თავის ქვეშ ჰქონდა მოქცეული. გარეთ უკვე თენდებოდა, მას კი ახლა მოელია ძილი. თვალები დაუმძიმდა და ჩაეძინა. მთელი ღამე არ ეძინა, შვილზე და დედამისზე ზრუნავდა.

იონჯუნმა თვალები გაახილა და თავის ტკივილისგან სახე დამანჭა. მამაკაცის სუნამოს სუსტი სუნი მაშინვე ცხვირში ეცა. გოგონა შემობრუნდა და ჯონგუკი, მის გვერდით მშვიდად მძინარე აღმოაჩინა. ის ტანსაცმელში იყო, თითქოს ახლახან შემოვიდა ქუჩიდან და ტანსაცმლიანად ჩაწვა ლოგინში.

იონჯუნს გაუკვირდა, მაგრამ აღარ გააღვიძა და შეეცადა ჩუმად ამდგარიყო. მაგრამ, საუბედუროდ მან დააცემინა და ვერც კი მოასწრო ხმა გაეკონტროლებინა. მთვლემარე ჯონგუკმა იმ წამსვე გაიღვიძა, წამოდგა და მიმოიხედა.

- საით გაგიწევია? დაწექი- მან სწრაფად ჩააწვინა იონჯუნი, უკან ლოგინში და საბანი გადააფარა.

- რ-რატომ?- უძლულობისგან ჩუმად ჰკითხა მან. ცხვირი გაჩედილი ჰქონდა, სხეული კი უცახცახებდა.

- დაწექი და არ ადგე, სანამ არ დავბრუნდები- ბრძანებლური ტონით მიმართა ჯონგუკმა და გასვლა დააპირა, მაგრამ გოგომ შეაჩერა.

- ტუალეტში მინდა.

- კარგი, მაგრამ როცა დავბრუნდები, ასეთივე მდგომარეობაში უნდა დამხვდე.- სერიოზულად წაიბურტყუნა ბიჭმა და საძინებლიდან გამოვიდა.

გზაში ბავშვი შეამოწმა ჯონგუკმა და სამზარეულოში შევიდა. ჯინი ხშირად აკეთებდა სახლში წვნიანს, თუ რომელიმე მემბერი ავად იყო, ამიტომ ჯონგუკმა იცოდა რა გაეკეთებინა.

მან მოამზადა მსუბუქი, ქათმის ბულიონი და შეეჩეხა ძილბურანში მყოფ ვაჟს, რომელიც კარებში იდგა.

- მამა...

- გაიწიე, დონგუკ~ა, ცხელი წვნიანია- ჯონგუკი ფრთხილად შევიდა იონჯუნის ოთახში. პატარაც, მამას გაეკიდა.

DNA •ქართულად•Where stories live. Discover now