- არ ვიცი რა მეშველებოდა, დონგუკი რომ არა...- სულელულად იცინოდა ჯონგუკი, უყურებდა ბავშვს და გაუაზრებლად ეფერებოდა იონჯუნის თითებს. იმის მიუხედავად, რომ ის უბრალოდ ეხებოდა, გოგონას გული საოცრად უცემდა, რის გამოც შუბლზე ოფლის წვეთები უჩნდებოდა. ის ცეცხლს ეთამაშება, გაუცნობიერებლად აყვარებს გოგონას, როგორც მილიონობით ფანებს.
რესტორანში ვახშმობის შემდეგ, ჯონგუკმა მიაცილა ისინი სახლში და უხალისოდ ემშვიდობებოდა ვაჟს.
- მაააამააა, წამოდი ჩვენთაან!...- ევედრებოდა დონგუკი, ერთ ადგილას ხტოდა და მამას ხელს უჭერდა.
- დონგუკ~ა, აბა შეწყვიტე!- ეჩხუბა იონჯუნი, რომელიც მათ პირისპირ იდგა.
- მამი, ხვალე ბევრი სამუშაო მაქვს...- ჩაიცუცქა და დამწუხრებული გამომეტყველებით ჩაეხუტა მას.
ბავშვი გაჩუმდა, შემდეგ ჩუმად დაიწყო ტირილი, რომ არავის დაენახა. ამან მშობლები დაამწუხრა, გაკვირვებულებმა გადახედეს ერთმანეთს და ცდილობდნენ ბავშვის ჩახუტებას
- კარგი, წამოდი- ჯონგუკმა აიყვანა ბავშვი ხელში, ამოისუნთქა და ბინის შესასვლელისკენ გასწია.
იონჯუნი ჩუმად გაყვა მათ და ძლივს ეწეოდა ჯონგუკის დიდ ნაბიჯებს.
ბიჭი დიდ მისაღებში შევიდა და რბილ დივანზე დაენარცხა, ხელით კი დონგუკს ანიშნა მისკენ.
- რა ვითამაშთ?- გაიღიმა ბიჭი, იმის მიუხედავად, რომ დაიღალა დღის განმავლობაში ვარჯიშებისგან და რეპეტიციებისგან.
ბავშვმა მას დაუყოვნებლივ გამოუტანა მთელი თავისი სათამაშოები, გამოჰქონდა ისინი, ოთახიდან მისაღებში, დედის ჩხუბის პარალელურად. მაგრამ ჯონგუკი მხარს უჭერდა და რბილად იცინოდა, რაც ბავშვს უფრო მეტის მოტანის მოტივაციას აძლევდა. ის იატაკზე იჯდა და უყურებდა ბავშვის საყვარელ ფეხებს, რომლებიც ოთახიდან, ოთახში დარბოდნენ.
YOU ARE READING
DNA •ქართულად•
Romanceორიგინალი/Original https://ficbook.net/authors/2579704 .................... მას ჰყავს სამი წლის შვილი ჯონგუკისგან, მაგრამ ისინი დიდიხანია ერთად აღარ არიან. გრძნობები აღარ აქვთ. ის აიდოლია, რომელიც ჩაძირულია თავის რუტინაში, ყოველდღიურ კონცერტებში და...