თავი 2. ყველაფერი ბავშვის ხელშია

608 44 25
                                    

დილას ჯონგუკმა ბაღში წაიყვანა დონგუკი და შემდეგ ეგრევე წავიდა ინტერვიუზე, მემბერებთან ერთად. შვილს დაპირების შემდეგ, რომ საღამოთი წამოიყვანდა, ის კვლავ ჩაეფლო თავის ჩვეულ აიდოლის რუტინაში.

- ნახეთ ახალი ამბები?- იუნგი ტელეფონს აცქერდებოდა, როგორც დანარჩენები. ბიჭები მანქანაში იჯდნენ მოთენთილები და გამოუძინრები.

- რა ამბები?- წყნარად ჰკითხა ჯონმა, თავი უკან გადააგდო და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო- თუ იონჯუნს გულისხმობ, კი ვნახე.

ბიჭმა განბლოკა ტელეფონი და სოც. ქსელებში შევიდა, სადაც იონჯუნზე და ვიღაც სპონსორზე წერდნენ. ჯონგუკისთვის სულ ერთი იქნებოდა, მაგრამ ეს სიტუაცია ბოლოს მასაც შეეხებოდა. ის, რომ არა, იონჯუნზე ასეთი ინტერესით არაფერს დაწერდნენ.

"...ბიზნესვუმენი, პაკ იონჯუნი, რომელიც გახლავთ
ცნობილი აოდოლის, ჯონ ჯონგუკის შვილის დედა, შეამჩნიეს გუშინ ვახშმის დროს JP ჰოლდინგის დირექტორთან..."

უამრავი ფოტო, გაკეთებული პაპარაცების და ჟურნალისტების მიერ, დაფრინავდა მთელს ინტერნეტში, სადაც ასევე მიწერილი იყო, თავად ჯონგუკიც.

იონჯუნი არაერთხელ იყო ასეთი ისტორიების, ჭორების და რომანების გმირი. სტატიებში ფართოდ განიხილავდნენ ასეთ თემებს, რომ ენახათ შემდგომ ჯონგუკის რეაქცია.

ბიჭი თავადაც იყო უნებლიედ გარეული ასეთ ისტორიებში. მას აწერდნენ ურთიერთობებს სხვა და სხვა გოგო- აიდოლებთან ქალთა ჯგუფებიდან, რომლისთვისაც მას ცოტათი მაინც სხვანაირად შეუხედავს.

- და ჩვენ გვითხრა სამსახურში ვიქნებიო- ხუმრობით დაამატა ჯინმა.

- ალბათ, ზუსტად საქმიანი შეხვედრა იყო.- ივარაუდა ნამჯუნმა.

ბიჭებმა გზა სიწყნარეში განაგრძეს.

სტაფმა ოსტატურად მოამზადეს მემბერები, გაუკეთეს ბოლო შტრიხები მაკიაჟში და გაუშვეს კამერებთან, სადაც უკვე ელოდებოდა ჟურნალისტი ქალი 30 წლამდე.

DNA •ქართულად•حيث تعيش القصص. اكتشف الآن