POV იონჯუნ
- დონგუკ! ფრთხილად აქ კიბეა!- ვცდილობდი მეთვალყურა შვილისთვის, პარალელურად კი, მელაპარაკა ტელეფონზე ჩემს დამხმარესთან. ბევრს უკვირს თუ, როგორ ვახერხებ ყველაფრის კონტროლს ერთდროულად. ცხოვრებამ მასწავლა ვყოფილიყავი, ძლიერი და არავისზე დამოკიდებული ქალი. ამიტომაც მე ახლა იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო- დედა, მეც მიყიდე ასეთი ბუშტი...- მევედრებოდა დონგუკი და ქვემოდან შემომცქერიდა, თავისი დიდი ლეკვისებური თვალებით. მისი სახის თითოეული ნაკვთი პირდაპირი მნიშვნელობით, მამამისისგამ აქვს გადმოტანილი, ჩემგან კი მხოლოდ ყურები. მადლობა, რომ ამით მაინც მგავს.
- კარგი, ოღონდ არ დაკარგო.- ტელეფონს მოვწყდი და ღიმილით ვუპასუხე შვილს.
- ჰანილ, ესკიზები არ დაგავიწყდეს, რომლებიც დღეს დაგიტოვე მაგიდაზე. ჩვენმა პარტნიორმა, ბატონმა კანმა გვთხოვა გვენახებინა.- მივმართე მდივანს ტელეფონით, და როგორც იქნა ლაპარაკი დავასრულე.
და ასე გადიოდა, პრაკტიკულად ყოველი ჩვენი დღე.
შენობის დამატებით შესასვლელში შესვლისას, ბავშვი ხელში ავიყვანე და დაცვასთან ერთად, გრძელი კორიდორი გავიარე, სადაც დარბოდნენ მომუშავეები და ვიზაჟისტები.
- დონგუკ~აა- ამჩნევდნენ მას, ზოგიერთი ახალგაზრდა გოგონები, ბიგ ჰიტის სტაფიდან და ცოტახნით სირბილს წყვეტდნენ.- როგორ ხარ?- იღიმებოდნენ ისინი, როდესაც ხედავდნენ ჯონგუკის პატარა ასლს.
მოკლე დიალოგის შემდეგ, გზა კვლავ გავაგრძელეთ და საგრიმიოროს, სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებოდით.
დღეს დონგუკი მამამისთან უნდა დარჩენილიყო.
დასასრული POV იონჯუნ
დიდი მამაკაცი, მუქ კოსტუმში, რომელიც მთელი ეს დრო აცილებდა მათ საგრიმიორომდე, გააღო კარი და ახალგაზრდა დედა, როგორც იქნა შევიდა ოთახში.
YOU ARE READING
DNA •ქართულად•
Romanceორიგინალი/Original https://ficbook.net/authors/2579704 .................... მას ჰყავს სამი წლის შვილი ჯონგუკისგან, მაგრამ ისინი დიდიხანია ერთად აღარ არიან. გრძნობები აღარ აქვთ. ის აიდოლია, რომელიც ჩაძირულია თავის რუტინაში, ყოველდღიურ კონცერტებში და...