თავი 13 პიკნიკი და მოგონებები

311 30 56
                                    


- რა საყვარლები ხართ- ჩაიხითქითა შიჰიომ, იონჯუნის დეიდაშვილმა. ის ახალგაზრდების მოპირდაპირედ იჯდა და აკვირდებოდა, თუ როგორ ჩურჩულებდნენ და უღიმოდნენ ისინი ერთმანეთს.

- მადლობა- გოგონამ მორცხვად გახედა ჯონგუკს, რომელიც მას ნაზად უყურებდა.

- ჩვენ ერთად ვართ- წარმოთქვა ჯონმა და გაუღიმა შიჰიოს და იონჯუნის მშობლებს.

- მართლა?!- ყველანი შოკირებულები, თუმცა ამავდროულად გახარებულები იყვნენ ასეთი მშვენიერი ამბით. როგორც იქნა მათი ოჯახი გაერთიანდა.

ოჯახთან რამდენიმესაათიანი თბილი საუბრის შემდეგ, ყველანი დაღლილი და გახარებულები გაიფანტნენ ოთახებში. იონჯუნმა შვილი ხელში აიყვანა და საძინებელში შევიდა. ჯონგუკმა გააფრთხილა, რომ ის მათ რამდენიმე წუთში შეუერთდება.

სკამზე ჩამოჯდა და ტელეფონში ინტერნეტი ჩართო, რომელიც სულ ოფლაინ იყო. სრულად ჩაძირულმა თავისი ცნობილი პიროვნების პრობლემებში, ჯონგუკმა წაიკითხა ასი ათასზე მეტი კომენტარი იმ სამწუხარო ინციდენტის შესახებ, რომელიც შეემთხვა იონჯუნს მისი კომპანიის შესასვლელთან.

მძიმე ამოსუნთქვით, Twitter-ის დახურვის შემდეგ, ბიჭი YouTube-ზე გადავიდა. მის რეკომენდაციაში პირველი იყო სადებიუტო ვიდეო, რომელელიღაც ახალი გოგონების ჯგუფის, რომელებიც ქამბექის პეფორმანს ასრულებდნენ შოუს სცენაზე.

ჯონგუკმა ეკრანს დააჭირა და ახალი მუსიკალური ვიდეოს ყურება დაიწყო. ყველაფერი კარგად იყო იმ მომენტამდე, სანამ, მისთვის ძალიან ნაცნობი გოგონას ნაწილი დაიწყო.

- სევონ?- ჯონგუკს ხმა ჩაუწყდა და მან დაიწყო გაფაციცებით კლიპში მისი მომენტის ძიებას, თან აჩერებდა და ადიდებდა ეკრანს, რომ დარწმუნებულიყო საკუთარ ვარაუდებში.

სევონი- ჯონგუკის პირველი შეყვარებული, რომელიც CUBE Entertainment-ის სტაჟიორი იყო იმ დროს, როცა ახალგაზრდა ჯონგუკიც Big Hit Entertainment-ში იყო.

DNA •ქართულად•Where stories live. Discover now