თავი 12. მოგზაურობა კვანჯუში

369 38 34
                                    


-იონჯუნ?

-ჰმ?

- რატომ არ მითხარი, რომ ჩვენს კომპანიასთან დაიწყე მუშაობა?- ჯონგუკი მწოლიარე, გოგონას თმებს ეფერებოდა და მის პროფილს უყურებდა.- დირექტორისგან გავიგე.

- მეგონა, რომ იცოდი- უპასუხა იონჯუნმა, რომელმაც ამ საკითხს ყურადღება დიდად არ მიაქცია.- ხვალე გოგონას გამოგიგზავნით ზომების ასაღებად, ჩემი ესკიზები მზადაა ვფიქრობ, მოგეწონებათ.- გაიღიმა მან.

- საუკეთესო ხარ-ჯონგუკმაც გაუღიმა საპასუხოდ და შუბლზე აკოცა- ეჭვიც არ მეპარება შენს შესაძლებლობებში.

იონჯუნი თავს პატარა გოგონასავით გრძნობდა, როდესაც საყვარელი მამაკაცის მკლავებში იმყოფებოდა.

***

მომდევნო დღეები მათ ძალიან დატვირთული ჰქონდათ სამსახურის გამო. მაგრამ ახალგაზრდები მაინც ხვდებოდნენ ერთმანეთს საღამოს. ჯონგუკის მშობლები დაბრუნდნენ ბუსანში და დამშვიდობების წინ სტუმრად დაპატიჟეს, როცა ჯონგუკი როგორც იქნა, განთავისუფლდებოდა ტურისგან.

- ჯონგუკ?- უთხრა იონჯუნმა, რითაც მისი ყურადღება მიიპყრო. ის სიყვარულით აკვირდებოდა ბიჭს, რომელიც მის მომზადებულ საჭმელს გემრიელად შეექცეოდა.- მშობლებთან მინდა წასვლა...- ფრთხილად წარმოსთქვა გოგონამ და შიშით ვერ წევდა თვალებს.

- გვანჯუში?- მან შეწყვიტა ჭამა და თვალები გაუფართოვდა.

- კი... წინააღმდეგი ხომ არ ხარ?- ჩუმად იკითხა იონჯუნმა- შეიძლება წავიდე?

- რა თქმა უნდა... ჩემი თანხმობა არ გჭირდება მშობლების სანახავად.- მან თავისი ხელი მის ხელს დაადო და განაგრძო ჭამა.- მეც წამოვალ- დაამატა ჯონმა, რითაც გოგონა გააოცა.

- რა? გადატვირთული გრაფიკი არ გაქვს?- გაუკვირდა მას.

- თქვენთან მინდა დროის გატარება გრძელ ტურამდე- აუხსნა ჯონგუკმა- ახლა მხოლოდ პრაქტიკა და რეპეტიციები გვაქვს, ამიტომ ვფიქრობ, რომ შევძლებ რამოდენიმე დღით დავეთხოვო.

DNA •ქართულად•Where stories live. Discover now