თავი 15. ტურნე და „ახალი მამა"

375 30 13
                                    


კონცერტმა მშვენივრად ჩაიარა, იმ არასასიამოვნო შეხვედრას თუ არ ჩავთვლით.

იონჯუნი და მისი ვაჟი სწრაფად შევიდნენ კულისებში, რათა ენახათ ჯონგუკი, სანამ ის წავიდოდა. გოგონა ცოტათი გაღიზიანებული და ნერვიული იყო, დარბაზში სევონის დანახვის გამო. ვერ ხვდებოდა რის მიღწევას ცდილობდა გოგონა.

- დედა მამა სადაა?- დონგუკი იონჯუნს ხელ ჩაკიდული მიყვებოდა და ყველაფერს ინტერესით ათვალიერებდა- მომენატრა მამა- დაიწყო მან ტირილი- დედაააა!

- დონგუკ~ა, შეწყვიტე!- ახალგაზრდა დედა ცდილობდა შვილის დაწყნარებას, ამიტომ მისი ხელში აყვანა მოუწია- თითქმის მივედით...

- მამაააა!- არ წყნარდებოდა ბავშვი და მთელს კარიდორში მისი ტირილის და ყვირილის ხმა ისმოდა.

- შეწყვიტე- ნერვიული დაძაბულობისგან იონჯუნმა ვაჟს, ხელი ზურგზე დაარტყა- მორჩი ტირილს!

დონგუკი გაჩუმდა, მაგრამ ჩუმად განაგრძო ტირილი. გოგონამ გაჭირვებით ჩამოაშორა შვილს ხელები, როცა საჭირო კარს მიაღწიეს. დაცვამ ისინი ადვილად გაუშვეს, რადგან გოგონა და ბავშვი სახეებით ამოიცნეს.

მძიმე სუნთქვით, იონჯუნმა ერთი ხელით გააღო კარი და მეორე ხელით შვილის პატარა ხელს ჩაჰკიდა. თავი ასწია და სევონს შეხედა.

- უი!- მოულოდნელობისგან გვერდით გაიწია. გოგონას უკნიდან კი ბიჭები და თანამშრომლები მოჩანდნენ. ყველა კარებთან გაშლილ სცენას უყურებდა.

- გამარჯობა- ჩუმად განაგრძო გოგონამ და თმები გაისწორა.

- გამარჯობა- სერიოზულად და ჩუმათ მიესალმა იონჯუნი, თავი დაუკრა და ცდილობდა სევონისთვის თვალებში არ შეეხედა.

გოგონამაც თავი დაუკრა და როდესაც იონჯუნი კარებს მოშორდა, დერეფანში გავიდა. ის წავიდა, მაგრამ მაინც დატოვა უსიამოვნო აურა.

DNA •ქართულად•Donde viven las historias. Descúbrelo ahora