თავი11. შენ მთელი ჩემი ცხოვრება ხარ

500 37 34
                                    

მთელი დღე, საღამომდე იონჯუნმა სამსახურში გაატარა და ესკიზები დაასრულა. მან ისინი კომპანიის დანარჩენ დიზაინერებს გაუგზავნა და დაიწყო სახლში წასასვლელად მზადება, პიჯაკის ჩაცმა და ტელეფონის ჩანთაში ჩადება. მაგრამ მრავალმა შეტყობინებამ, რომელიც ეკრანს ანათებდა, მიიპყრო მისი ყურადღება. წარბები შეჭმუხნა და გახსნა ტელეფონში, მან დაინახა მისი და ჯონგუკის ფოტოები, სადაც ისინი ერთმანეთს კოცდიდნენ დილით სახლთან.

- ჯანდაბა...- იონჯუნმა თავზე ხელები მოიკიდა და გააგრძელა ინფორმაციის თვალიერება. ნეგატიური კომენტარები არ წყდებოდა მის მიმართ, იმის მიუხედავად, რომ ყველამ იცოდა ჯონგუკის შვილის დედა რომ იყო. როგორც ჩანს, ფანები არ ელოდნენ მოვლენების ასეთ განვითარებას. იონჯუნდ მხოლოდ ცუდი სიტყვები ხვდებოდა თვალში, იმის მიუხდავად, რომ ზოგიერთები იცავდნენ მათ და ბედნიერებას უსურვებდნენ.

ცოტა რომ დაწყნარდა, ნერვიულად დატოვა კაბინეტი და ლიფტით ჩავიდა. პირველ სართულზე შესასვლელთან, მხოლოდ მორიგე დარაჯები იყვნენ. ქუსლების ბაკუნით, იონჯუნი მივიდა მინის კართან, ხელებით გააღო და ქუჩაში გავიდა.

- ის აქ არის!- წამოიყვირა ვიღაცამ, რამაც აიძულა გოგონას გაჩერება და თავის აწევა.

მაგრამ ადამიანების მაგივრად, იონჯუნმა მხოლოდ გაფუჭებული კვერცხები დაინახა, რომლებიც მისკენ მოფრინავდნენ. მან ძლივს მოასწრო სახის ხელებით და ჩანთით დაფარვა.

მან დაინახა, რომ ისინი ჯონგუკის სასენგ ფანები იყვნენ. კვერცხები ფრენას არ წყვეტდნენ იონჯუნისკენ და მწარედ ხვდებოდა ფეხებზე და სხეულზე.

- ჯონგუკს მოსცილდი!

- ძუკნა! მოკვდი!

იონჯუნს უკან გაქცევა სურდა, მაგრამ მისი ქუსლი, ბედზე, ასფალტსა და იკანალიზაციის ლუქის შორის მოექცა, გოგონა უძლურად დაეცა და თითქმის ამოიბრუნა სუსტი ფეხი.

DNA •ქართულად•Donde viven las historias. Descúbrelo ahora