თავი 9. ოჯახი

409 39 23
                                    

დილა. იონჯუნი ადრე ადგა, რომ დონგუკი ბებიასთან და ბაბუსათან წაეყვანა. გუკი დიდი ალბათობით, უკვე შეხვდა მშობლებს და დააბინავა ნაყიდ სახლში, რომელიც ცარიელი იყო. ბიჭს უკვე დიდი ხანია ნაყიდი ჰქონდა სახლი ნაშოვნი ფულით, რომ მშობლები დედაქალაქში ჩამოსულიყვნენ და მასთან ახლოს ყოფილიყვნენ. მაგრამ უფროსები ვერ ბედავდნენ კარდინალურ გარემოს შეცვლას, ამიტომ აგრძელებდნენ პუსანში ცხოვრებას, თავს კი იმით იმართლებდნენ, რომ ჯონგუკს საკუთარ ოჯახთან ერთად უნდა ეცხოვრა მანდ.

- დონგუკ~აა, ადექი...- იონჯუი აღვიძებდა შვილს და სახეს უკოცნიდა.

იონჯუნმა ჩაალაგა ბავშვის ნივთები, მოაწესრიგა ის, ჩაიცვა პიჯაკი და სახლიდან გავიდა.

გზამ ბევრი დრო არ წაიღო, ამიტომ ათ წუთში, ისინი უკვე ადგილზე იყვნენ. ჯონგუკის ფიგურა ჩნდებოდა შემოსასვლელში, სადაც გახსინი იყო კერძო სახლის კარები.

- წამოდი- იონჯუნმა ჩააქრო მანქანა, მოიხსნა ღვედი, გადმოვიდა მანქანიდან და ბავშვსაც დაეხმარა გადმოსვლა.

ჯონგუკი და მისი მშობლები, უკვე ელოდნენ კარებთან.

- ბებია!- გაიქცა მათკენ, როგორც კი დედამ მიწაზე დააყენა- ბაბუა!- ბავშვი მირბოდა გახსნილი ხელებით და მისი საბავშვო ზურგჩანთა, ირხეოდა მის პატარა მხრებზე.

- პატარაავ!- გუკის მშობლები ჩაეხუტნენ და კოცნიდნენ დონგუკს, რის გამოც ირიმოდა იონჯუნი.

- გამარჯობათ- თავი დაუკრა მან, როდესაც მიუახლოვდა- სალამი- გაუღიმა გოგონამ ჯონგუკს.

- ოჰ, იონჯუნ- მამაკაცი გადაეხვია მას, რადგან მოენატრა ის. გუკის დედამაც იგივე გაიმეორა.

- როგორ ხარ? როგორ მიდის საქმეები?- იონჯუნს კითხვებს უსმევდნენ, იღიმოდნენ და სახლში შედიოდნენ.

ბიჭის მშობლები ძალიან ახალგაზრდათ გამოიყრებოდნენ, იმის მიუხედავად, რომ ორმოცდაათ წელს უახლოვდებოდნენ. ისინი ძალიან კეთილები, კარგი და უბრალო ადამიანები იყვნენ.

DNA •ქართულად•Where stories live. Discover now