თავი 2

1.1K 41 3
                                    

თვალები გაჭირვებით გაახილა.
რამდენიმე წამი დასჭირდა იმის გასახსენებლად, რაც მის თავს დატრიალდა. გულმა გამალებით დაუწყო ცემა. განძრევის ეშინოდა. თეთრ ჭერს მიშტერებოდა, რომელზეც ალაგ-ალაგ წითელი წვეთები შეამჩნია, რამაც კიდევ უფრო ააფორიაქა. სხეული გაბუჟებული ჰქონდა, მაგრამ მაინც სცადა წამოდგომა, რათა გაერკვია სად იყო.
ოთახი სადად იყო მოწყობილი, თეთრ და ფირუზისფერ ფერებში. უზარმაზარი საწოლი, ღია ყავისფერი, ასევე უზარმაზარი კარადა, 2 მეტრი სიგრძის სარკე, თეთრი, ფუმფულა ხალიჩა და თეთრივე ტყავის დივანი, რომელზეც ამოყირავებული იჯდა ვარდისფერთმიანი მკვლელი.
ლილია შიშისგან შეხტა.
ვარდისფერთმიანი უემოციოდ უყურებდა.
- ძილი გყვარებია. - როგორც იქნა, ამოიღო ხმა.
- რა მოხდა? - ჰკითხა ლილიამ და ფრთხილად მიმოიხედა ისევ.
- გაქცევას არც ეცადო. მადლობა გადამიხადე, იმ გვამების გვერდით რომ არ წევხარ -
- რამე დავაშავე? - უფრო და უფრო იძაბებოდა გოგო.
- არაფერი, ამიტომაც მოგიყვანე აქ და დღეიდან აქ იცხოვრებ. - უცერემონიოდ მიახალა ბიჭმა და ხელები თავქვეშ ამოიდო.
- იცით, მე სახლი მაქვს.. - შეწინააღმდეგება სცადა ლილიამ.
- შენი თვალები ჩემსას ჰგავს. ოღონდ, განსხვავება ისაა, რომ ამ თვალებს ბევრი ცუდი რამ აქვს ნანახი. - გააწყვეტინა ვარდისფერთმიანმა და გაიღიმა. ლილიამ ახლა შეამჩნია მისი ტუჩების კუთხეებში შრამები.
- მე.. სახლში მინდა. - მუდარა გაისმა გოგოს ხმაში.
ჯერ არ აპირებდა სიკვდილს, მითუმეტეს სხვისი ხელით.
- დამშვიდდი, არაფერს დაგიშავებთ თუ კარგი და დამჯერი ძუკნა იქნები. -
- რრაა?.. -
ნუთუ, ეს სინამდვილეში ხდებოდა?
- სანამ გეძინა, შენზე ინფორმაცია მოვიძიე და როგორც ვიცი, სმენის პრობლემა არ გაქვს ლამაზო. - მკვლელი ნელ-ნელა გასწორდა დივანზე და წამოდგა.
დაახლოებით 188-189 სანტიმეტრი სიმაღლის იქნებოდა. სწორი, ვარდისფერი თმა მხრებზე ჰქონდა ჩამოყრილი. უცნაურად და კლასიკურად ეცვა: ყავისფერი ფეხსაცმელები, ვარდისფერი შარვალი თეთრი, წვრილი ზოლებით, ასეთივე ჟილეტი და თეთრი პერანგი, აკურატულად გადაკეცილი სახელოებით.
მკლავზე ტატუ ჰქონდა. თითქოს, რაღაც ლოგო იყო.
- დღეიდან ბონტენის ძუკნა ხარ. -
ზემოდან უყურებდა და ავისმომასწავლებლად იღიმოდა.
ლილია ხმას ვეღარ იღებდა. არც იცოდა რა ეთქვა,
იაპონიის ყველაზე საშიში კრიმინალური დაჯგუფების სახელის გაგონების შემდეგ.
- 1 დღე-ღამე აქ იქნები. არ მინდა ჯერ შენი არსებობა გაიგონ დანარჩენებმა. საჭმელი და სასმელი გექნება, ტანსაცმელსაც მოგიტან. შენი ტელეფონი კი ჩემთან იქნება. თუ ჭკუა გაქვს, ჩუმად და წყნარად უნდა იყო, თორემ.. - ბიჭმა დივნიდან გრძელი ჩანთა აიღო და გახსნა: აშკარად ბასრი კატანის წვეტი წამში აღმოჩნდა ლილიას ყელთან.
- რაც გუშინ ნახე, არაფერია იმასთან შედარებით, რაც მანამდე გამიკეთებია და კიდევ გავაკეთებ. უსაზღვრო ფანტაზია მაქვს. -
გოგო უყურებდა მისკენ მიმართულ კატანას და უამრავი აზრი, კითხვა, რაც თავში ქაოტურად უტრიალებდა, უეცრად გაქრა. გაქრა ემოციებიც.
- ყველაფერი გასაგებია. - მშვიდად უპასუხა.
- ასე გააგრძელე. ჰო მართლა, მე სანზუ ჰარუჩიო ვარ. სასიამოვნოა შენი გაცნობა. - ბიჭმა ღიმილით დააბრუნა კატანა ჩანთაში.
ლილია გაქვავებული სახით იჯდა და ხმას არ იღებდა.
- მომწონს უცხოელი გოგოები. მართალია, უმეტესობა ჩემს კატანას უფრო მეტჯერ წამოვაცვი, ვიდრე ასოს, მაგრამ შენში არის რაღაცას ისეთი, რამაც გადამაწყვეტინა დიდხნიანი სათამაშოს ყოლა. მოემზადე, დღეს გავერთობით. - ამ სიტყვების თქმის შემდეგ, სანზუმ შარვლის ჯიბიდან კოლოფი ამოიღო, ორი თითი ჩაყო, პატარა კაფსულა ამოაძვრინა, თავი უკან გადაწია და პირში ჩაიგდო.
- დროებით დაგტოვებ, არ მოიწყინო და არაფერი მოძებნო ოთახში. შენით ვერაფერს იპოვნი. - სასიამოვნო, მაგრამ ყინულივით ცივი ხმა ჰქონდა.
უკანასკნელად აათვალიერა ლილია კმაყოფილი სახით, როგორც ძვირფასი ნადავლი და კარი გაიხურა.
ორჯერ გაისმა გადაკეტვის ხმა.
საწოლზე მჯდარი გოგო ერთ წერტილს მიჩერებოდა და არაფერზე არ ფიქრობდა, გარდა ერთი რამისა: როგორმე უნდა გადარჩენილიყო.

𝐵𝑜𝑛𝑡𝑒𝑛'𝑠 𝐵𝑖𝑡𝑐ℎWhere stories live. Discover now