თავი 13

877 42 202
                                    

ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო, ვიღაცამ Თქვა..

დღეები გადიოდა, ლილია რაც უფრო ეჩვეოდა "ახალ ცხოვრებას," მით უფრო ღრმად მარხავდა საკუთარ თავში ემოციებს.
თითქოს შეეგუა იმ აზრს, რომ ვეღარასდროს დაიბრუნებდა თავისუფლებას. წინააღმდეგობის გაწევას, აზრი არ ჰქონდა. იცოდა, რომ ეგრევე მოკლავდნენ.

ყველაფერი გაუფერულდა და გაიცრიცა.

ერთი პერიოდი, ყოველ დღე, მუხლებზე მდგარი, ცხარე ცრემლების ჩანჩქერით სახეზე, ღმერთს შველას სთხოვდა.
თუმცა, მალევე მიხვდა, რომ სადღაც შორს მყოფ, წვერიან კაცს, მისი ვედრება საერთოდ არ ესმოდა.

ერთადერთი ნუგეში, ჯემას კალთაში ქვითინი იყო, ბოლო დროს კი ამასაც გადაეჩვია.
ამ ქალს თავისი გაჭირვებაც საკმარისად ჰქონდა. იმის შესაძლებლობაც კი წაართვეს, რომ თავისი ტკივილი ენით გამოეთქვა.

"თავისუფალ დროს" გოგო თავის საწოლში იწვა და რეალობისგან გაქცევას, ძილის საშუალებით ცდილობდა.

სუიციდის ფიქრები ნელ-ნელა, ხავსივით ედებოდა გადაღლილ, გადამწვარ გონებას.

ლილიას მეორე "მეც" კი ხანდახან მწარე-მწარე რაღაცებს უსისინებდა..

- შენთვის საინტერესო სიახლე მაქვს. -
რანმა როგორც ყოველთვის, დაუკაკუნებლად შემოაღო ლილიას ოთახის კარი.

- მიშვებთ? -
უემოციოდ იკითხა, თავი არ აუწევია ბალიშიდან. პასუხი თვითონაც კარგად იცოდა.

- რა თქმა უნდა არა, ჩემო მშვენიერო. -
რანი საწოლზე ჩამოჯდა და ლილიას ხერხელმალს თითები ნაზად ჩააყოლა.
იმის გამო, რომ გოგო თითქმის აღარ ეკარებოდა საჭმელს და ბიჭები ყოველდღე "ავარჯიშებდნენ", საგრძნობლად დაიკლო წონაში.

- ასე თუ გააგრძელე, მალე შენგან მხოლოდ ძვლები დარჩება. -
რანი ნელა განაგრძობდა ხერხემლის მალების თვლას.

- ძალიან გაღელვებს ჰო? - გესლიანად მიუგდო ლილიამ და ზურგი აქცია.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Oct 11, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

𝐵𝑜𝑛𝑡𝑒𝑛'𝑠 𝐵𝑖𝑡𝑐ℎWhere stories live. Discover now