თავი 6

863 30 12
                                    

- "13 მილიონი და თავისუფლება. "-
თავისთვის იმეორებდა ლილია ამ სიტყვებს.
ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, მაგრამ ხანდახან ეს მოულოდნელობა იმდენად მოულოდნელია, რომ ბოლომდე დაჯერება არ შეგიძლია.
ორი არჩევანი ჰქონდა: ან გაქცევის გეგმას უნდა მიყოლოდა, ანდაც დაეცადა 1 წელი და მილიონერი დაბრუნებოდა თავისუფლებას.
დალხენილი ცხოვრებით არასდროს უცხოვრია, მაგრამ შეძლებდა გაძლებას? დატოვებდნენ ცოცხალს? ღმერთმა იცის, წინ რამდენი საშინელება ელოდა. თუმცა, იყო 1-2 მომენტი, როცა უცნაურად იგრძნო თავი..
როცა შეწინააღმდეგების მაგივრად, სიამოვნებას იღებდა.. ამ ფაქტის გააანალიზებამ შეაშინა.
- " არა, ეს უბრალოდ ნარკოტიკის ბრალია.. " - ჩაილაპარაკა და ხელი ისე აიქნია, თითქოს თავიდან არასასურველი ფიქრების მოშორება უნდოდა.
გონების ბნელ მხარეს კი სხვა ლილიას ბოროტად ჩაეცინა..
დაღლილს და ფიქრებში გართულს ისე დაეძინა, არც კი განძრეულა. პარკები როგორც მან და კოკომ დააწყეს, ისევ ისე ხელუხლებლად იდო.
2 საათიც არ იქნებოდა გასული, კარი ხმაურიანად გაიღო და კოკო შემოვიდა.
- სულ რატომ გძინავს? - ხმამაღლა და უკმაყოფილოდ იკითხა დოინჯშემორტყმულმა.
ლილიას ისევ მშვიდად ეძინა.
- შენ გელაპარაკები ძუკნა! - გაბრაზდა კოკო და გოგო იატაკზე ჩამოაგდო.
- რა ხდება? - შეშინებულმა შეხედა ბიჭს.
კოკო ზემოდან მოექცა და სახე ახლოს მიუტანა:
- მაპატიე, მაგრამ ახლა ძილის დრო არაა. ყველაფერი გათვლილი მაქვს ლამაზო, დრო ფულია. -
- რა?.. -
- ჯანდაბა, უბრალოდ მაკოცე! - ბიჭი დაიხარა და უხეშად აკოცა. საოცარი გემო ჰქონდა ტუჩებზე და ასეთივე სურნელი ასდიოდა თვითონაც.
- ჩაიცვი რაც გითხარი? - კოცნა-კოცნით ჰკითხა და ზედა გადაუწია.
- ვერ მოვასწარი.. - ძლივს ამოისუნთქა და უპასუხა ლილიამ.
კოკო გაჩერდა და სახეში გაარტყა.
- მეორედ აღარც გაბედო ბრძანების არ-შესრულება. გასაგებია? -
- აღარ დამარტყა კოკო.. - ლილია წამოიწია და ჯიქურ შეხედა თვალებში.
- თორემ რა? - კოკომ ლოყებზე მოუჭირა ხელი და შუბლი შუბლზე მიადო.
- მეც დაგარტყამ. - საკუთარი უშიშრობის შეეშინდა, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა, ნათქვამს უკან ვეღარ დააბრუნებდა.
- გაიმეორე ბოზო! - ამჯერად ლოყებიდან ყელზე გადაინაცვლა კოკოს ხელმა.
- ნაბიჭვარო! - ამოიხრიალა ლილიამ და ეცადა მაგრად ჩაესო კოკოს ხელზე ფრჩხილები.
- ასე თუ გააგრძელებ, შენს ლამაზ სხეულს ჩემს საყვარელ პირანიებს მივართმევ სადილად. - კოკოს თითქოს არც უგრძვნია ლილიას ფრჩხილები, ხელი უფრო მაგრად მოუჭირა.
გოგო მიხვდა, არ ხუმრობდა და ხელები იატაკზე დაუშვა.
- კარგი გოგო ხარ. - კოკომ თავისი ბორდოსფერი, აბრეშუმის მოსასხამი მკლავებზე ჩამოისრიალა.
ტანსაცმელში არ ეტყობოდა, მაგრამ საკმაოდ კარგ ფორმაში იყო. ისევე, როგორც სანზუ და რანი.
შეამჩნია, როგორ აკვირდებოდა მის სხეულს ლილია და კმაყოფილი სახით ახლა უკვე გოგოს ტანსაცმლის გახდა გააგრძელა.
- იმედია, 2 წამში არ მორჩები. - გამომწვევად უთხრა ლილიამ, როცა კოკო ტრუსს ხდიდა.
უცებ გვერდებში ხელები მოკიდა, აიტაცა, გადაწვა და ზემოდან დაისვა ბიჭმა:
- მაგას შენ გააკონტროლებ. - უპასუხა და საჯდომზე წამოარტყა.
ლილია არ ელოდა ამას და ვერც მოასწრო რეაგირება, კოკომ გვერდებიდან მენჯებზე სწრაფად გადაიტანა ხელები და მოძრაობისკენ უბიძგა.
ლილიაც ნელა ამოძრავდა.
- " ნუთუ ყველას ამხელა ზომის აქვთ? " - გაიფიქრა, თავი უკან გადასწია და კვნესა აღმოხდა.
- ამ განათების ფონზე უფრო სექსუალური ხარ. - კოკომ ხელი ნაზად ჩამოუსვა მკერდის შუაში, მუცელს ჩააყოლა და კლიტორზე გაჩერდა.
- რას იტყვი ორმაგ სიამოვნებაზე? - გაიღიმა და თითები მიაჭირა. მეორე ხელით მკერდზე მოუჭირა.
ლილია უფრო ხმამაღლა აკვნესდა და ტემპს მოუმატა.
მომენტში, როცა წამით გოგოს თმას შეხედა, კოკოს თვალები გაუშტერდა:
- " აკანე.. " - ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა და წამოიწია, ლილიას მკლავები შემოხვია, ცხვირი თმაში ჩაუდო და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა.
- " აკანე.. " - ისევ დაიჩურჩულა.
ლილიამ თავიდან ვერ გაიგო, მაგრამ მეორე ჯერზე კარგად გაიგონა, როგორ დაუძახეს სხვა ქალის სახელი.
- ლილია! - მკაცრად უთხრა და ხელი კრა.
კოკო ნელა გადაწვა. ისეთი თვალები ჰქონდა, თითქოს იქ არ იყო.
ლილია ყელში სწვდა და მსუბუქად მოუჭირა.
- აღარ გაბედო ჩემთვის სხვა სახელის დაძახება. - გამოსცრა და მოძრაობის მანერა და ტემპი შეცვალა.
- რა კარგი ხარ.. - გამოფხიზლდა ბიჭი.
- იკვნესე! - უფრო და უფრო უხეშდებოდა ლილია.
მისდა გასაკვირად, კოკო მართლა აკვნესდა.
ლილიას ჩაეღიმა და წამით გაჩერდა:
- შემეხვეწე, რომ გავაგრძელო. -
- შემეხვეწე, რომ გავჩერდე. - კოკომ ისევ სწრაფად შეცვალა პოზა და ახლა ლილია ძაღლის პოზაში აღმოჩნდა.
- არ გამოგივა პატარავ.. - ხრინწიანი ხმით ჩასჩურჩულა და უხეშად შევიდა.
ორივე ხმამაღლა კვნესოდა.
კოკოს ერთი ხელი ლილიას წელზე ედო, მეორეზე მისი თმა დაეხვია და ქაჩავდა.
ტკივილი. - ახლა ეს სხვა შეგრძნება იყო.
ახლა აღაგზნებდა და სიამოვნებაში გადაყავდა.
როდიდან შეუყვარდა ტკივილი?
ესეც რაღაც ახალი იყო.
კოკოს დიდი ხანი ეჭირა ტემპი და აშკარად არ იღლებოდა. გოგომ 4-5ჯერ მოასწრო გათავება, ბოლოს ვეღარ გაუძლო:
- გთხოვ, გაჩერდი კოკო.. - ოფლი წვეთებად მოსდიოდა შუბლიდან და სხეულიდანაც.
კოკო ხმას არ იღებდა და ღიმილით აგრძელებდა.
- გემუდარები, აღარ შემიძლია.. - ისევ ამოიკნავლა ლილიამ და სახე იატაკს დაადო.
- ამიტომ უნდა იცოდე შენი ადგილი. -
ცოტა ხანში კოკოს სიამოვნების ვულკანიც ამოიფრქვა. კიდევ ცოტა ხანში კი ორივე იატაკზე იწვა და მძიმედ სუნთქავდა.
- გინდა შემდეგში სათამაშოებიც ვცადოთ? - გადმოტრიალდა ბიჭი.
- ვცადოთ. - გაუღიმა ლილიამ და თვალები დახუჭა.
აქამდე მსგავსი სიამოვნება არასდროს განუცდია. დიდად არც უცდიათ მის სიამოვნებაზე ზრუნვა. ტაკაში როგორც კი თვითონ მორჩებოდა, ეგრევე ჩერდებოდა და უმეტეს შემთხვევაში იძინებდა ხოლმე. ლილიასაც ეს რატომღაც ნორმად მიაჩნდა და ტაკაშისნაირი ეგონა ყველა იაპონელი კაციც.
- უნდა წავიდე. ახლა შეგიძლია მართლა დაისვენო. - კოკო წამოდგა და ჩაცმა დაიწყო.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა კოკო. - გაიცინა ლილიამ და ისიც წამოდგა.
უკვე შუა სიზმრებში იყო, განწირულმა ყვირილმა გააღვიძა.
იმდენად ეძინებოდა, თავი დააჯერა, რომ მოეჩვენა და ძილის შებრუნება სცადა. ახალნაყიდი ნივთები უკვე დალაგებული ჰქონდა, შხაპიც მიიღო და რბილ საწოლში ტკბილი სიზმრების ნახვის იმედად მოკალათებულიყო.
თუმცა, მალე ყვირილი უფრო ხმამაღალი და შემაწუხებელი გახდა.
ძლივს გადმოვიდა საწოლიდან, აბრეშუმის სპილოსძვლისფერი ხალათი მოიცვა ამავე ფერისვე მოკლე, ბრეტელებიან საღამურზე და ფეხაკრეფით მიირბინა კართან, იმ იმედით, რომ ღია იქნებიდა და მართალიც აღმოჩნდა.
ფრთხილად ჩამოსწია სახელური და კარიც გაიღო.
ჯერ ყოყმანობდა გასვლას, მერე მაინც გაბედა და ჩუმად გაუყვა დერეფანს.
- არაფერ შუაში არ ვარ, კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას, იმისთვის რომ შემთხვევით გაგკარით მხარი.. არც კი ვიცი, ვინ ხართ. - შუახნის კაცი მუხლებზე იდგა სანზუს წინ, ხელ-ფეხშეკრული.
სანზუ უემოციოდ უყურებდა და ხელში კატანა ეჭირა.
- გთხოვთ, გამიშვით.. - თავი ჩახარა კაცმა.
სანზუ ისევ უემოციოდ, ნელა მიუახლოვდა და მოულოდნელად თოკები კატანით გადაუჭრა.
- იცი რომელია ყველაზე პრიმიტიული და ამავდროულად საინტერესო ადამიანური ემოცია? - ჰკითხა სანზუმ, სანამ კაცი გაოგნებული ფეხზე დგებოდა.
- არა.. - მორიდებით უპასუხა.
- შიში - თქვა თუ არა, მოიქნია ისევ კატანა და კაცი მუხლებს ოდნავ ქვემოთ გადაჭრა.
სისხლმა იფეთქა, კაცი ღრიალით გადავარდა.
ლილია კედელს ეფარებოდა და ისე უყურებდა. უნდოდა რამით მაინც დახმარებოდა კაცს, მაგრამ ადგილიდან ვერ იძვროდა.
- გაიქეცი! - იყვირა სანზუმ და გადაიხარხარა.
კაცი ტკივილისგან იგრიხებოდა, მაგრამ ძალა მოიკრიბა და ცოცვით გაქცევას შეეცადა.
- სანზუ, ადამიანი მალე არ კვდება როცა მხოლოდ ფეხებს გადაუჭრი. - თქვა მაიკიმ, რომელიც იქვე იდგა და ისევ დორაიაკის ჭამდა.
- ვიცი, მაგრამ გამოცდილება მკარნახობს, რაოდენ მხიარული სანახაობაა, როცა უფეხო ადამიანი გაქცევას ცდილობს. -
სანზუ ღიმილით ადევნებდა თვალს კაცს, რომელიც მალე სისხლისგან დაიცლებოდა, მაგრამ მაინც ლამობდა კარისკენ გაცოცებას.
- მიღებული აქვს თუ ფხიზელია? - ჰკითხა აკაშიმ მაიკის და სიგარეტი გემრიელად გააბოლა.
- რამე მნიშვნელობა აქვს? - მაიკის არ შეუხედავს, ისე უპასუხა.
მის თვალებში ისევ შემზარავი სიცარიელე სუფევდა.
- გვამს მე აღარ გავიტან, ერთხელ თვითონაც გააკეთოს თავისივე გასაკეთებელი. - თითქმის ბუზღუნით წამოდგა აკაში და კიბეებისკენ დაიძრა.
ლილიამ ძლივს მოასწრო თავის შეწევა.
- აკაში, გვამს შენ გაიტან. მისი უფროსი ძმა ხარ, ნუ გავიწყდება. - მაიკის სიტყვებმა აკაში შეაყოვნა.
- გასაგებია ბოს.. - მოტრიალდა აკაში.
ძალიან ცდილობდა სახეზე მრისხანება დაემალა.
სანზუ კაცის ტანჯვით ტკბებოდა, მაგრამ მალევე მობეზრდა და იარაღი ამოიღო.
- მაინც მოსაწყენი აღმოჩნდი. - დანანებით თქვა და თავში ესროლა.
- საქმე გაქვს. - ღიმილიანი სახით შეხედა აკაშის.
აკაშიმ პასუხი არ გასცა, კბილები მაგრად ჩააჭირა ერთმანეთს, ტელეფონი ამოიღო და სადღაც დარეკა.
- ლილია, ჩემთან. -
ამ სიტყვებმა ადგილზე დააყინა გოგო.
მაიკი ეძახდა.
პირდაპირ ლილიას უყურებდა.
- " როდის? როგორ დამინახა? " - პანიკამ მოიცვა.
- არ გაამეორებინო. - ახლა სანზუც მას უყურებდა, უკვე სერიოზული სახით.
- " სულ შარში როგორ ყოფ თავს ლილია.. " - გაიფიქრა და აკანკალებული ჩაუყვა გრძელ, დიდ კიბეებს..

𝐵𝑜𝑛𝑡𝑒𝑛'𝑠 𝐵𝑖𝑡𝑐ℎWhere stories live. Discover now