თავი 11

1K 40 96
                                    

სიგარეტი ნელა იწვებოდა ჰანმას გრძელ Თითებში.
როგორც ყოველთვის, ცინიკური Ღიმილი უთამაშებდა სახეზე და ყველას პირდაპირ თვალებში უყურებდა.
იატაკზე იჯდა, კარგად ნაცემი და უკნიდან ოთხი პირქუში შესახედავი, ბონტენის ყველაზე მაღალი რანგის "ერთგული ძაღლი" ედგა. ოთხივეს მინიმუმ 10 შრამი მაინც ჰქონდა სახეზე.
წინა ფრონტზე ბონტენის ექვსეული ტკბებოდა სანახაობით. მაიკი სადღაც უსასრულობაში იყურებოდა. თითქოს, არც იყო იქ.
ერთხანს Ჩუმად იჯდა, შემდეგ კი წამოდგა და მასთან ერთად წამოიმართა მისი დამანგრეველი აურაც.
ჰანმას Თვალებში წამიერად Შიში გაკრთა.
ამ დაბალი, საშინლად გამხდარი კაცის ყველას ეშინოდა.

- მაიკი.. - რაღაცის Თქმა დააპირა ჰანმამ, მაგრამ მაიკის ყინულივით ცივმა ხმამ გააწყვეტინა:

- მოკეტე. -

იქვე, სავარძელში მისვენებულმა ლილიამ ხმამაღლა გადაყლაპა ნერწყვი. სუსტად იყო, Თავი Ძალიან სტკიოდა, მაგრამ უხაროდა, რომ პირველ დავალებას წარმატებით გაართვა Თავი და ასე თუ ისე, უვნებელიც გადარჩა.

- Შენ იცოდი, რომ ეს მოხდებოდა. - თქვა მაიკიმ, რომელიც ნელ-ნელა უახლოვდებოდა ჰანმას.
- Შეიძლება ითქვას, არ ვიცოდი, რადგან აქ ვარ. - სიგარეტი ღიმილით გააბოლა ჰანმამ.

მაიკი მის წინ იდგა და თვალები ნელ-ნელა ბოროტების ცეცხლით ენთებოდა.
ლილიამ იგრძნო, რომ ახლა რაღაც საშინელება დატრიალდებოდა და სავარძლიდან სასწრაფოდ წამოხტა:
- ბეჭედი მე მაქვს! -
ის წამოიძახა, რაც პირველი მოუვიდა აზრად.

ყველამ მისკენ მიმართა მზერა. გოგოს სახე აუწითლდა და Თვალები დახარა.

- მომეცი. - სანზუმ ჯოინთს ცეცხლი გაუკიდა.

- ის.. ის... ის Ჩემს.. ვაგინაშია. - Ძლივს ამოღერღა და ჰანმამ Ჩაიღიმა.

- საპირფარეშოში გავალ.. - დაიჩურჩულა სანამ სწრაფი ნაბიჯებით გავიდოდა და თან გაიყოლა იქვე მყოფთა დამცინავი, ირონიით სავსე გამოხედვები.
როცა თვალს მიეფარა, თითქოს ოდნავ გულზე მოეშვა, მაგრამ უკნიდან ნაბიჯების ხმა გაიგონა. სანზუ მოყვებოდა.

𝐵𝑜𝑛𝑡𝑒𝑛'𝑠 𝐵𝑖𝑡𝑐ℎWhere stories live. Discover now