25 წუთი იარეს გვამის სუნით გაჟღენთილი მანქანით.
ლილიას თვალები ეწვოდა, გულისრევის შეგრძნების ბედნიერებასთან ერთად და ყურადღების გადასატანად, გულმოდგინედ აკვირდებოდა ჩამოწეული ფანჯრიდან დანახულ გარემოს. რინდო 5 წუთში ერთხელ აგინებდა სანზუს, რომლის გონება აშკარად სხვა განზომილებაში იყო. თუმცა, მანქანას გასაკვირად კარგად მართავდა.
ასე მიადგნენ ძველ, მოზრდილ შენობას.
სანზუმ ძრავი გამორთო და სადღაც დარეკა.
- მოვედით. კოკომ უკვე გადმორიცხა ფული. - უთხრა და გათიშა.
შენობიდან პირბადეებიანი და თეთრ ფორმებში გამოწყობილი ადამიანები გამოვიდნენ.
- გადმოდი. - უთხრა რინდომ ლილიას და კარი გააღო.
თეთრფორმიანებმა სამივეს თავი დაუკრეს.
სანზუმ გასაღები გადაუგდო და ის და რინდო შენობისკენ წავიდნენ. ლილია რამდენიმე წამით შეჩერდა. უყურებდა, როგორ დაჯდა ერთ-ერთი ფორმიანი საჭესთან, მეორემ დიდი კარებები გააღო და მანქანა შიგნით შეიყვანეს.
- ძაღლივით ყველაფერზე ბრძანება გჭირდება თუ მიხვდები შენითაც რაღაცებს? - გამოსძახა რინდომ.
- მოვდივარ! -
უკმაყოფილო ტონით უპასუხა ლილიამ და მათთან მიირბინა.
ცოტა ხანში სამივე შენობის შიგნით, მაგიდასთან ისხდნენ.
-" წინიდან კაფე, უკნიდან ღმერთი უწყის რა არის. "- გაიფიქრა გოგომ და მენიუ გადაშალა.
ირგვლივ არავინ იყო მათი და ერთი მოხუცი კაცის გარდა, რომელსაც ალბათ დიდი ხანი იყო რაც კარგად აღარ ესმოდა ყურებში.
- კარგად ჭამე, წინ გრძელი ღამე გელოდება. -
უთხრა სანზუმ და სიგარეტს მოუკიდა.
- ეს ზრუნვად მივიღო? - ლილიამ სანზუს სახეში შეხედა.
- როგორც გინდა, ისე მიიღე, მაგრამ შენი ლამაზი ტრაკი ჯერ-ჯერობით საჭიროა. - სანზუმ გაუღიმა და პირიდან კვამლი გამოუშვა.
- ეს არის ჰანმა. - რინდომ წინ სურათი დაუდო.
- მეგონა, ასაკში შესული კაცი იქნებოდა.. -
წარბები მაღლა აზიდა ლილიამ.
- როცა შეხვდები, გაეცანი როგორც რუსეთიდან ახალი ჩამოსული მოდელი ვიქტორია ლევინა. იაპონური კი ყოფილმა ბოიფრენდმა გასწავლა. პრინციპში, ასე არაა? - ბოროტულად გაიღიმა რინდომ.
- თითქმის. - გამოსცრა გოგომ.
სიბრაზისგან წამოაწითლა, მაგრამ თავი შეიკავა. უფრო იმან იმოქმედა, მისი თავმოყვარეობის შელახვის ამბავი ალბათ მთელმა ბონტენმა რომ იცოდა (საიდან?!) და პლიუს, თავადაც არ აკლებდნენ ამ ბედნიერებას.
- შეუკვეთე რამე, დანარჩენს ჭამის მერე გავაგრძელებთ. -
კმაყოფილი რინდო სკამზე გადაწვა და თავი უკან გადასწია. მასაც რანივით ყელზე ჰქონდა ბონტენის ლოგოს ტატუ.
ძალიან უხდებოდა შავი, გადაღეღილი პერანგი და მხრებზე ჩამოყრილი გრძელი, იასამნისფერი თმა.
აღნაგობაზე კი ეტყობოდა, რომ ნავარჯიშები სხეული ჰქონდა, ხოლო სწორად და გემოვნებით შერჩეული ტანსაცმელი ამას კიდევ უფრო კვეთდა.
ლილიას წამით თვალი გაუშტერდა.
- " როგორი სიმპათიურია, ნაბიჭვარი რომ არ იყოს.. "-
გაიფიქრა და ისევ ჩახედა მენიუს, მაგრამ უცებ ადგილზე შეხტა და სანზუს გამჭოლ მზერას შეეფეთა.
- ჩემი ხარ - ხმის ამოუღებლად, ტუჩების მოძრაობით უთხრა სანზუმ, ისე რომ თვალი არ მოუშორებია და ხელი, რომელიც ფეხზე დაადო და მოუჭირა, ნელ-ნელა ფისოსთან გადაუნაცვლა და თითებით პირდაპირ კლიტორის ადგილს მიაწვა.
გოგომ პირზე აიფარა ხელი და ისე წამოიკვნესა, თითქოს ხმამაღლა დაამთქნარა, რათა რინდოს, მოხუც კაცს და ოფიციანტს არაფერი შეემჩნიათ.
- ჯერ საპირფარეშოში გავალ.. -
უცებ წამოდგა და სანზუმაც კმაყოფილი ღიმილით, ხელი შეუმჩნევლად დადო მაგიდაზე.
ლილია აწითლებული სახით გავიდა საპირფარეშოში.
